ძაღლის მკვლელობა თბილისში. ცხოველებისადმი სისასტიკე კვლავ გრძელდება

14238299_1160230994023781_7606706608216135690_nთბილისში, ისან-სამგორის რაიონში 2016 წლის 3 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს დაცულ ტერიტორიაზე ბინადარ ძაღლს, რომელსაც მზრუნველობდა ქალბატონი ქეთა ხვიჩია.

დაჭრილი და დასისხლიანებული ძაღლი ქეთას მიერ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკაში. მიუხედავად ექიმი ვეტერინარების მაქსიმალური ძალისხმევისა ვერ მოხერხდა ცხოველის გადარჩენა.

ქეთა ხვიჩია საკუთარი ფესიბუქის გვერდზე სწერს:

“დღეს მე მომკლეს ჩემ ძაღლთან ერთად, ზმკ-ის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გვერდით, თავში მესროლეს. აი ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა, რომელსაც მომავალი არ აქვს სამწუხაროდ. სიტყვები არ არის საკმარისი… პატარა ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ ის, ვინც გვესროლა, გაიგებს ჩემ ხმას ოდესმე. კანონი არ არსებობს, ამიტომ მე მას ვუსურვებ ყველაზე საყვარელის დაკარგვას და სისხლის გაწყალებას, ტანჯვას… იცოდეს, რომ მან უდანაშაულო ადამიანს ესროლა და არა მარტო ძაღლს.”

14183677_1160231090690438_7287010474134228287_n  14203371_1160231044023776_470617953800354592_n  14238228_1160259470687600_9066275217887963445_n

სამწუხაროდ გრძელდება ადამიანის მიერ ცხოველისადმი სისასტიკე…..
ცხოველისადმი სასტიკი დამოკიდებულება საქართველოში უკვე საგანგაშო შედეგებს იწვევს!

“ჩორნა” მოკლეს!!!