თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

IMG_20160504_1436412016 წლის 04 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდ. მე-2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დასახმარებლად, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაბრუნდა ტრავმირებული და დასისხლიანებული. GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი რამოდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კუდურები, მარცხენა ფეხიდან მოდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. იმის ვარაუდით, რომ ძაღლს ჰქონდა მოტეხილობა, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას გადაუღეს რენტგზენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა მოხვედრილი აქვს წინა კიდურებში და გულ-მკერდის არეში (ვეტერინარული დასკვნა ძაღლის  მძიმე დაზიანების შესახებ). GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით ძაღლს ესროლეს ამავე დღეს დაახლოებით 11:00 საათზე, სროლა განხორციელდა ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს ძაღლი ბინადრობს ნუცუბიძის ფერდ. მე-2 მიკრორაიონში. ჰყავს მიმკედლებელი ((ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს უაღრესად თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის აგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.

GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.

ძაღლი გადმოყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლებულ ადგილზე.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ცხოველებისადმი სისასტიკის მაღალ მაჩვენებელს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალ ცნობიერებას.

GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ.

This slideshow requires JavaScript.