ელისაბედ – მეტისი, ძუ

ჯიში – მეტისი
სახელი – ელისაბედ
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
იდენფიცირება:
დაბადების თარიღი – 2011 წ.
ხასიათი: თვინიერი, მხიარული, ჭკვიანი, ირცევს პატრონს და მისი ერთგულია.

თავშესაფარში მიღების მიზეზი: ტრავმა
თავშესაფარში მიღების თარიღი: 2011 წელი
ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ჯანმრთელი, სტერილიზირებული, ვაქცინირებული (17.02.2018)

სტატუსი
:  უპატრონო
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო.

შემოწირულობა

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

 

 

„ელისაბედი“ არის ძალიან თვინიერი, ალერსიანი და მოსიყვარულე ძაღლი. ის, როდესაც ლეკვი იყო, 2011 წელს ქ. ქუთაისში ქუჩაში იპოვნეს ტრავმირებული და სამკურნალოდ და შემდგომი ბედის განსაზღვრისათვის გადმოგზავნეს GSPSA-ს თავშესაფარში.  გამოჯანმრთელების შემდეგ “ელისაბედმა” თავშესაფარში დაიდო ბინა. თითქოს ბედმა გაუღიმა, იშვილა კეთილმა ადამიანმა… მაგრამ ეს ბედნიერება დასრულდა… მისი პატრონი გარდაიცვალა, ხოლო მემკვიდრემ, გარკვეული მიზეზის გამო, უარი განაცხადა ძაღლის დატოვებაზე. “ელისაბედი” თავშესაფარში დაბრუნდა.

“ელისაბედი” ელოდება თავის უსაყვარლეს პატრონს, მაგრამ არ იცის, რომ ის ვერასოდეს ვეღარ მოაკითხავს მას.

გაუწიეთ ელისაბედს პატრონობა და ის თქვენი უერთგულესი მეგობარი გახდება.
ნუ გაწირავთ მას თავშესაფარში ტუსაღობისათვის.

“ელისაბედის” და მისი ყოფილი პატრონის ფოტოები

 

  

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/