Food to an Animal Shelter

 

2019 წლის 15 თებერვლიდან „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს მიერ დაიწყო საქველმოქმედო პროგრამა “დაეხმარე თავშესაფრის ცხოველებს საკვებით!”.

პროგრამა მიზნად ისახავს თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველებისათვის საკვებით დახმარებას.

 

პროგრამა მუდმივმომქმედია და ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, ანუ შეიძინოს საკვები და გადასცეს GSPSA-ს თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველების დახმარების მიზნით.

 ქველმოქმედების მიზნით შეძენილი პროდუქცია გადაეცემა “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას” თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად.

 ქველმოქმედ პირებთან ორგანიზაცია გადაიღებს ფოტოებს და გამოაქვეყნებს ინფორმაციას ფოტომასალასალის თანხლებით ორგანიზაციის სოციალურ მედიაში.

 თუ თქვენ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროგრამაში, წინასწარ დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ:

GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარი:
📞 +995 557 923 910               info@gspsa.org.ge