(ქართული) რეინჯერებმა ბორჯომში შველი გადაარჩინეს

2018 წლის 5 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეინჯერებმა აღმოაჩინეს ღობეში გაბმული შველი, რომელსაც ამავე დროს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. რეინჯერებმა გამოიხსნეს შველი.

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორისა და „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ადარჩენის საზოგადოების“ –GSPSA-ს თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით ტრავმირებული შველი გადმოყვანილი იქნა თბილისში. ვეტერინარულ კლინიკა “აიბო“-ში მას გაეწია პირველადი და გადაუდებელი ვეტერინარული მომსახრება. რენტგენოლიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა ცხოველის წინა კიდურის მოტეხილობა სახსრთან. დაზიანების ადგილზე მოხდა თაბაშირის დადება. შველი გადაყვანილი იქნა თბილისის ზოოპარკში შემდგომი მოვლა-პატრონობის, დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით. გამოჯანმრთელების შემთხვევაში შველი დაბრუნდება ნაკრძალში.