2011 წლის 4 აპრილს საქართველოში პირველად აღინიშნა უპატრონო ცხოველთა დღე

2011 წლის 4 აპრილს, საქართველოს ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების – ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA-ის,”თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია”-ის და ”სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება”-ის ეგიდით საქართველოში პირველად აღინიშნა უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე (http://www.strayanimalsday.org/).

ამ დღეს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მოეწყო ცხოველთადამცველების მშვიდობიანი აქცია.

აქციის მონაწილეებმა თანადგომა გამოუცხადეს მსოფლიოში მილიარდზე მეტ უპატრონო ქუჩის ცხოველს და მოუწოდეს მსოფლიო საზოგადოებას მიუსაფარი ცხოველების თანადგომისკენ, მზრუნველობისა და დახმარებისთვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან ხელმოწერილი იქნა მიმართვა მსოფლიოს ხალხის სახელზე.

4 აპრილის აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების: თეიმურაზ წიქორიძის -”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA, თამაზ ელიზბარაშვილის -”თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია”- და ვახტანგ მამალაძის -”სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება” მხრიდან ხელმოწერილი და გაფორმებული იქნა ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უპატრონო ცხოველების დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის სამსახურის წარმომადგენელმა ბ-მა დავით სადათერაშვილმა, რომელიც ესაუბრა აქციის მონაწილეებს და მხარი დაუჭირა მათ მიმართვას.

აქციაზე მოეწყობა თავშესაფრების ბინადართა და სხვა უპატრონო ცხოველთა ფოტოგამოფენა. შეკრებაზე მოყვანილნი იყვნენ თავშესაფრებიდან და ქუჩიდან უპატრონო ცხოველები. ცხოველთადამცველების მიერ შეიკრიბა თანხები, საკვები და მედიკამენტები უპატრონო ცხოველთა დასახმარებლად.

2011 წლის 4 აპრილის აქცია, ცხოველთა დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში იყო ყველაზე მასშტაბური და გამოირჩეოდა მონაწილეთა მხრიდან ერთსულოვნებით და შემართებით.

 

მიმართვა მსოფლიო ხალხს!