ცხოველების შემფარებლები

ცხოველების შემფარებელი – პაატა კორძაძე

პაატა კორძაძე 2018 წლიდან გახლავთ ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” წევრი (GSPSA-ს თავმჯდომარის მოადგილე).

პაატა კორძაძის ოჯახში ცხოველების მიმართ ინტენსიური მზრუნველობა დაიწყო 2013 წლიდან.  ამ დროიდან პაატამ  და მისმა მეუღლემ  თბილისში, ბუკიას ბაღში დაიწყეს მიუსაფარი ძაღლების გამოკვება, მათი დაცვა, მიკედლებულ ტერიტორიაზე ძაღლის სახლების ჩადგმა და მათი ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა. პაატას მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეიქმნა გვერდი “ბუკიას ბაღის ცუგები”, რომელიც დიდი პოპულარულობით საგებლობს.

შემდგომში გააჩნდა იდეა, რომ ამ კეთილ საქმეს უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიეღო. ამიტომ პაატა კოძაძემ  მიიღო გადაწყვეტილება  ქალაქ მცხეთაში საკუთარ სახლში მიუსაფარი ცხოველებისთვის, რომლებიც საჭიროებდნენ დახმარებას, რეაბილიტაციას და შემდგომ ოჯახური სითბოს, მზრუნველი პატრონების მოძიებას, გაეწია დროებითი შემფარებლის ფუნქცია. დღეს მცხეთის ბუნების წიაღში, სიმშვიდეში ცხოვრობენ პაატასა და მისი მეუღლის მიერ  შეფარებული და გადარჩენილი ძაღლები. ამ პერიოდის მანძილზე 200-მდე უსახლკარო ცხოველია მათი მხრიდან გადარჩენილი და დაბინავებული. გარდა ამისა პაატა  თბილისსა და მცხეთაში სხვადსხვა ლოკაციებზე  უპატრონო ცხოველებს აწვდის საკვებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ვეტერინარული მომსახურებით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მიჰყავს სახლში, უწევს დახმარებას და შემდგომ პოულობს მისთვის პატრონს.

პაატას და მისი ოჯახის შეფარებული ცხოველების შესახებ ფეისბუქზე შექმნილია გვერდი “LabraDORA”.

ამ ჰუმანური საქმიანობისთვის  საჭირო  ხარჯებს უზრუნველყოფს პაატა და მისი ოჯახი თავიანთი პირადი შემოსავლებით.  2018 წლიდან “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” დაიწყო მათთვის  დახმარების პროგრამები მედიკამენტებით, საკვებით და სხვა საჭირო საშუალებებით.

2019 წლის დასაწყისიდან დროებით შეფარებაში მყოფი ცხოველების მოვლა-პატრონობა დაექვემდებარა  GSPSA-ს მიერ დადგენილ წესებს. შეფარებული ცხოველების რეგისტრაცია და აღრიცხვა ხდება GSPSA-ს რეესტრში.  ორგანიზაციის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის 1 ივნისიდან პაატა კორძაძის დროებით შეფარებული ცხოველები ჩაერთონ „დისტანციური პატრონაჟის“ პროგრამაში.

ინფორმაცია შეფარებულ ცხოველებზე 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა: “შეფარებული ცხოველებისათვის” http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა