საქველმოქმედო საღამო ცხოველების დასახმარებლად

2016 წლის 13 ივლისს თბილისში Lisi Rest-ში  ჩატარდა “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-GSPSA-ს 10 წლისა და საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო ცხოველების დასახმარებლად.

საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ GSPSA-ს წევრები, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ცხოველთადამცველები, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები და ცხოველთამოყვარულები.  GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფრიდან გამოყვანილი იყო რამოდენიმე ძაღლი, რომლებსაც სტუმრების მხრიდან ალერსი და მზრუნველობა არ აკლდა.

ორგანიზატორებმა და დამსწრე პირებმა საღამო გაატარეს ულამაზეს გარემოში, ფრანგული კერძებისა და ფრანგული ტრადიციული სასმელის თანხლებით. GSPSA-ს ხელმძღვანელმა ორგანიზაციის წევრებს და მეგობრებს გადასცა მადლობის სიგელები. ასევე ორგანიზაცია მუნიციპლიტეტის სამსახურის მხრიდან დაჯილდოვდა სიგელით აქტიური და წარმატებული თანამშრომლობისათვის.

ამ საღამოდან ქველმოქმედების სახით GSPSA-მ მიიღო ფულადი შემოწირულობა და ცხოველების საკვები, რაც ორი თვე უზრუნველყოფს თავშესაფრის ხარჯებს და ცხოველთა კვებას.

‘საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”  მადლობას უხდის:

ფრანგ მეგობრებს  ქალბატონ მელოდის  და  ბატონ ჟან ბატისტას ( Mélody Guillemot, Jean-Baptiste Guillemot) საღამოს ორგანიზირებისათვის და ფრანგული კერძების დამზადებისათვის,  რესტორან Lisi Rest-ის მესაკუთრეს და მენეჯმენტს უანგაროდ საღამოს ჩატარებისათვის, იურიდიულ კომპანია “დავით ასათიანი და ადვოკატებს”  ქველმოქმედებისათვის, სავაჭრო სამრეწველო პალატას ქველმოქმედებისათვის, “ზოომარტს” ცხოველების საკვებით დახმარებისათვის, უცხოელ სტუმრებს, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ცხოველთადამცველებს, ცხოველთამოყვარულებს და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ორგანიზაციას სხვადასხვა ფორმით ამ კეთილშობილური საქმიანობის გასაგრძელებლად.

This slideshow requires JavaScript.