საქველმოქმედო საღამო – GSPSA 10 წლისაა!

Fundraising-04-GE

 

GSPSA 10 წლისაა!

 

გიწვევთ GSPSA-ს 10 წლისა და საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოზე ცხოველების დასახმარებლად.

მხარი დაგვიჭირეთ თქვენი დასწრებით ჩვენი ფრანგი მეგობრების მიერ ორგანიზებულ ფრანგულ საღამოზე, 13 ივლისს (ოთხშაბათს), 19:30 საათზე, Lisi Rest-ში (ლისის ტბასთან).

მხოლოდ 30 ლარად თქვენ გაატარებთ საღამოს ულამაზეს გარემოში, ფრანგული კერძებისა და ფრანგული ტრადიციული სასმელის თანხლებით. თქვენ შეძლებთ დაისვენეოთ, მოისმინოთ სასიამოვნო მუსიკა, გაესაუბროთ ცხოველთა დამცველებს და გაიცნოთ თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველები.

ამ საღამოდან მიღებული შემოსავალი და შემოწირულობა მოხმარდება ჩვენი თავშესაფრის ბინადრებს და უპატრონო ცხოველების გადარჩენას.

 

დაჯავშნა

დასწრების ღირებულება: 30 GEL ან €15
გთხოვთ დასწრების ღირებულება გადაიხადოთ წინასწარ, 2016 წლის 13 ივლისამდე.

დასწრების ფასში შედის  ჩვენი ფრანგი მეგობრების მიერ მომზადებული რამოდენიმე ფრანგული კერძი და 1 ჭიქა კირი (ფრანგული ტრადიციული სასმელი) ერთ პერსონაზე (იხილეთ მენიუ). იქნება ვეგეტარიანული კერძები. იმუშავებს ბარი.

 

This slideshow requires JavaScript.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ Lisi Rest-ის ადმინისტრაციას, რადგან მათ უანგაროდ დაგვითმეს რესტორანი ამ საღამოსთვის. მათი მხარდაჭერის გარეშე ღონისძიება ვერ შედგებოდა.

საქველმოქმედო ფრანგული საღამო

ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ორგანიზაციამ ცხოველთა დაცვის სფეროში მრავალ სასიკეთო ცვლილებას მიაღწია. GSPSA-ს ბრძოლისა და აქტივობების შედეგად გადარჩენილ იქნა მრავალი ათასი ცხოველის სიცოცხლე. ორგანიზაციის უპატრონო ტრავმირებული ცხოველების თავშესაფარმა მიიღო, დახმარება გაუწია და პატრონი მოუძებნა 1500-ზე მეტ ცხოველს.

 

ამ საქმის გასაგრძელებლად გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა!

 

თუ თქვენ გსურთ დაეხმაროთ ცხოველებს, მაგრამ ვერ ახერხებთ საღამოზე დასწრებას, თქვენ მაინც შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულობა ამავე ანგარიშებზე. მიუთითეთ ტრანზაქციის კომენტარში, რომ ეს არის „შემოწირულობა“.

 

ღონისძიების გვერდი Facebook-ზე

GSPSA-ს გვერდი Facebook-ზე

Lisi Rest-ის გვერდი Facebook-ზე

დაგვიკავშირდით: +995 593 322 159, +995 591 333324