GSPSA

გაბი - მეტისი, ძუ

14 ოქტომბერი 2017

ჯიში – მეტისი
სახელი – გაბი
სქესი – ძუ
იდენტიფიცირება: ელექტრონული მიკრო ჩიპი
დაბადების თარიღი  – 01/2017

ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი: გავის ძვლის მოტეხილობა, უკანა კიდურების პარეზი და ანკილოზი.
ცხოველის თავშესაფარში მიღების თარიღი:   9/10/2017
ჯანმრთელობის მდგომარეობა:  გაბი სრულიად ჯანმრთელია, ძველი მოტეხილობების გამო ის კოჭლობს და ხანდახან მიათრევს უკანა ფეხებს.

სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.

შემოწირულობა

GSPSA-მ მიიღო შეტყობინება გარდაბანში, სარდაფში მყოფი ტრავმირებული ძაღლის შესახებ. ძაღლი დახოხავდა მხოლოდ წინა ფეხებით. 2017 წლის 9 ოქტომბერს, ძაღლი ჩამოყვანილი იქნა თბილისში. მას  ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა, საიდანაც  დადგინდა გავის ძვლის მოტეხილობა, უკანა კიდურების პარეზი და ანკილოზი, ასევე ხერხემალში ჩაჭედილი ტყვია, სამწუხაროდ აღნიშნული დაზიანებები არ ექვემდებარება ოპერაციას. GSPSA-ს ვეტერინარულმა ჯგუფმა გააკეთა ყველაფერი გაბის გამოჯანმრთელებისათვის, მას მუდმივად უტარდებოდა გამაჯანსაღებელი მასაჟები და ვარჯიშები, 2017 წლის ნოემბერში გაბიმ შეძლო ფეხზე დადგომა.

გაბი ძველი მოტეხილობების გამო კოჭლობს, მაგრამ ის სრულიად ჯანმრთელია და ჩუქდება. მას ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მოფერება, ძალიან ჭკვიანია და უყვარს სიცილი.

ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას - 9/10/2017

 

 

გაბის სხვადასხვა ფოტოები:

  

გაბის რეაბილიტაციის პერიოდი:

გაბის ფეხზე დადგომა 10.11.2017:


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. https://gspsa.org.ge/donate/

 

შემოწირულობა

კონტაქტი:  https://gspsa.org.ge/contact/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს:

შემოწირულობა

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram