თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“.
პროგრამა ითვალისწინებს GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარში ბინადარი (ან GSPSA-ს წევრის მიერ შეფარებული) თქვენს მიერ შერჩეული ძაღლის დისტანციურ მეურვეობას, რაც გულისხმობს, რომ თქვენ ხდებით კონკრეტული ცხოველის (ძაღლის/კატის) ოფიციალური „დისტანციური პატრონი“. ამ შემთხვევაში თქვენი ცხოველი ბინადრობს თავშესაფარში (ან შეფარებულია), ხოლო თქვენ უზრუნველყოფთ ყოველთვიურ შემოწირულობას “დისტანციური პატრონაჟის” გადასახადის სახით ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოდენობით.
„დისტანციური პატრონის“ ვალდებულებაა თავშესაფარში ძაღლის შენახვასთან და მზრუნველობასთან დაკავშირებული საორიენტაციო ხარჯების ყოველთვიური უზრუნველყოფა.
„დისტანციური პატრონი“ შეიძლება გახდეს საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქე, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სურვილით ირჩევს ცხოველს თავშესაფრიდან (ან შეფარებულს) და ორგანიზაციასთან გაფორმებული შეთანხმების პირობების დაცვით უზრუნველყოფს ამ ცხოველთან დაკავშირებული ხარჯების გადახდას ყოველთვიურად (ცხოველის შენახვის მიახლოებითი ხარჯების ღირებულება დადგენილია ორგანიზაციის მიერ ცხოველის ზომის, ფსიქიკის. ვეტერინარული მომსახურების, ჯანმრთელობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით).
„ძაღლის დისტანციური პატრონობა“ შეიძლება განხორციელდეს:
„დისტანციურ პატრონს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს იჩუქოს ეს ცხოველი და წაიყვანოს თავშესაფრიდან. ცხოველი გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია და „დისტანციური პატრონი“ ერთობლივად გადაწყვეტენ მის გაჩუქებას კონკრეტულ პირზე.
რა არის საჭირო, რომ ჩაერთოთ პროგრამაში და გახდეთ ძაღლის დისტანციური პატრონი.
ამისათვის საჭიროა:
ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ხდებით კონკრეტულ ძაღლის დისტანციური პატრონი.
GSPSA ვალდებულია
პროგრამა “დისტანციური პატრონაჟის” კოორდინატორები:
Laura Marie Volpert Momme – gogadehund@gmail.com
GSPSA – Mariam Shekiladze
პროგრამის მენეჯერი
+995 557 923 910
dogshelter@gspsa.org.ge mshekiladze@gspsa.org.ge
გახდი „დისტანციური პატრონი“!
ეს თქვენთვის და თავშესაფარში ბინადარი უპატრონო ცხოველისათვის ბედნიერების დასაწყისი იქნება!
თუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოდ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” პროგრამაში და გსურთ, რომ გახდეთ GSPSA თავშესაფარში ბინადარი რომელიმე ძაღლის “დისტანციური პატრონი”, ასევე მზად ხართ, რომ უზრუნველყოთ ცხოველისთვის საჭირო და აუცილებელი ხარჯების დაფარვა, მაშინ გთხოვთ შეავსოთ განაცხადიოს ფორმა და გამოგვიგზავნოთ. GSPSA თქვენი განაცხადის მიღების შემდეგ თქვენთან გააფორმებს შეთანხმებას.
შეთანხმება დისტანციური პატრონობის განხორციელების თაობაზე – (ტიპიური ფორმა)
თავშესაფრის ცხოველების სია და პატრონაჟის გადასახადი – ფორმა N1
დეტალური ინფორმაციისთვის და პატრონაჟის ქვეშ მყოფი ცხოველების სანახავად გადადით ბმულზე