GSPSA

"Global Vets Aid"-ისა და GSPSA-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფრებისთვის საქართველოში

15 სექტემბერი 2020

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" და 'Global Vets Aid' -ი გეგმავენ განახორციელონ ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად საქართველოში. პროექტის პირველი ეტაპი უნდა განხორციელებულიყო სექტემბერში, მაგრამ Covid-19 ით გამოწვეულმა ეპიდ ვითარებამ, სამწუხაროდ მისი დროებით გადადება გამოიწვია.

პროექტი აუცილებლად განხორციელდება და არ მიიღებს ერთჯერად ხასიათს.  პროგრამა ფოკუსირდება რეგიონებზე, რადგან მიუსაფარი ცხოველების ყოფა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უმართავი პოპულაციების საკითი იქ გაცილებით მძიმეა. მათთვის სტრელიზაცია/კასტრაციის პროგრამები, ვაქცინაციები და ანტიპარაზიტული პრევენციის ღონისძიებები ხელმიუწვდომელია, რაც განაპირობებს დაავადებების გავრცელებას და პოპულაციების უმართავობას.

ესპანურ ონლაინ გამოცემა elDiario.es -ზე გამოქვეყუნებული სტატია: 'COVID-19– სგან გამოწვეული ტურისტების სიმცირე საქართველოში მიუსაფარ ცხოველებზე ცუდად აისახება.'

ესპანელი ვეტერინარები გეგმავენ, "Global Vets Aid"– ის მეშვეობით დახმარება აღმოუჩინონ მიუსაფარ შინაურ ცხოველებს საქართველოს ქუჩებში, რაც COVID-19 ის პირობებში კიდევ უფრო გადაუდებელი გახდა.

ორგანიზაციები, რომლებიც ცხოველებს ეხმარებიან ისეთ ქვეყნებში, სადაც მათი სიცოცხლე და უფლებები ყველაზე დაუცველელია, უმცირესობაში არიან იმ ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანების დახმარებაზე არიან ორიენტირებულნი. ამიტომ, ამ თვალსაზრისით წარმოშობილი ნებისმიერი პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, "Global Vets Aid" კი ერთ-ერთი მათგანია. ეს არაკომერციული ორგანიზაცია, ვეტერინარების გაერთიანება, რომელიც 2019 წელს ჩამოყალიბდა, შედგება ესპანეთის სხვადასხვა კუთხის ვეტერინართა ჯგუფისაგან. მათი მიზანს წარმოადგენს პროექტების განხორციელება ისეთ ქვეყნებში, სადაც მიუსაფარი ცხოველების (ძაღლი/კატა) ყოფა განსაკუთრებით მძიმეა და დახმარებას საჭიროებენ.

”ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ცხოველებს, რომლებიც ქუჩაში ვეტერინარული მოვლის და სათანადო პირობების გარეშე არიან დარჩენილები, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც მათ, ასევე ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვატარებთ სტერილიზაციას, კასტრაციას, ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და ანტიპარაზიტულ მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ზოონოზა, როგორიცაა: ლეიშმანიოზი, გულის ჭიები ან საჭმლის მომნელებელი პარაზიტები”, - განმარტავს მარი კარმენ გარსია აგილერა, "Global Vets Aid"- ის წარმომადგენელი.

2019 წლის ნოემბერში Global Vets Aid-მა ნეპალში, კატმანდუს ცხოველების სამკურნალო ცენტრთან ერთად განახორციელეს პროექტი: ”სამი კვირის განმავლობაში, 11 -მა ესპანელმა ვეტერინარმა კატმანდუში მოგზაურობით თითქმის 100 სტერილიზაცია და 415 ცოფის ვაქცინაცია ჩავატარეთ ქუჩის ცხოველებში. გარდა ამისა, შევძელით გამოგვეგზავნა უხვი მედიკამენტები და კლინიკური მასალა, ასევე მონაწილეობა მივიღეთ სამ სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამაში “, - განმარტავს გარსია აგილერა.

"Global Vets Aid" -ის შემდეგ, მიუსაფარი ცხოველების დახმარების პროგრამის განსახორციელებელ სამიზნედ, საქართველო უკვე შერჩეულია, პროექტის განხორციელებას ამ ეტაპზე მხოლოდ პანდემიით გამოწვეული ვითარება აფერხებს, სხვა ძირითადი საკითხები უკვე გადაწყვეტილია.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram