Goergia Today – გორის დამალული სირცხვილი, და არა, ეს არ არის სტალინი

გორის დამალული სირცხვილი, და არა, ეს არ არის სტალინი

2020 სლის 9 ივლისს, ინგლისურენოვან ონლაინ გაზეთ Georgia Today-ზე  გამოქვეყნებული სტატია გორის “ზოოპარკის შესახებ”.

სტატიის ავტორი კატი დავისი  ეწვია გორის მუნიციპალიტეტის მერიის “ზოოპარკს” სადაც გაუსაძლის პირობებში იმყოფება გისოსებში გამომწყვდეული სხვადასხვა ცხოველი, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობა მურა დათვი.

2016 წელს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA მონიტორინგის მიზნით ეწვია გორის “ზოოპარკს” და აწარმოებდა მოლაპარაკებებს “გორის მუნიციპალიტეტის მერიის” ოფიციალურ წარმომადგენლებთან  ზოოპარკის დახურვის ან ცხოველებისთვის უკეთესი მოვლა-პატრონობის პირობების შესაქმნელად. მიუხედავად დაპირებებისა ვოლიერების გაფართოება არ განხორციელებულა და არც ცხოველების ყოფა გაუმჯობესებულა, ისინი დღემდე მძიმე პირობებში (ტყვეობაში) იმყოფებიან.

იხილეთ georgiatoday.ge  – ზე გამოქვეყნებული სტატიის ორიგინალი (ინგლისური) ვერსია.