GSPSA-ს წარმომადგენლები ეწვივნენ ქ. გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს

100_2373

2016 წლის 10 აპრილს GSPSA-ს წარმომადგენლები ეწვივნენ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს.

თავშესაფარი 2013 წელს დაარსდა, როგორც ქ. გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი. ორგანიზაციის ძირითადი მისიაა ქ. გორში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა, ვეტერინარული მომსახურება და მიკედლების ადგილზე დაბრუნება.

გორის ცხოველთა თავშესაფარში არის რთული ვითარება. თავშესაფრისათვის გადაცემულია ყოფილ ფეიქართა კომბინატის ამორტიზირებული შენობა, რომელიც თავშესაფრისათვის გამოუსადეგარია, გადახურვიდან ჩამოდის წყალი და სარკმელები არ არის ჩასმული.  გეგმარებითი და კონსტრუქციული თვალსაზრისით კი აბსოლიტურად განსხვავდება თავშესაფრის ნორმებისგან.  მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ თავშესაფარში არის ცხოველების ჭარბი რაოდენობა (დაახლოებით 200-მდე ძაღლი).  ეს კი გამოწვეულია  ქ. გორში მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონით, ვინაიდან ვერ ხერხდება ძაღლების დაბრუნება მიკედლებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო. ასევე ხშირია ფაქტები, როდესაც მოსახლეობა საკუთარ ცხოველს აგდებს ქუჩაში, ლეკვებს ჰყრის თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

10665669_1123574887677037_4539193762315634730_nთავშესაფარში მოწყობილია ვეტერინარული კლინიკა და რამოდენიმე ვოლიერი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამის ნორმებს.  თავშესაფრის ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი ურთულეს სიტუაციაში გმირობის ტოლფასად მაქსიმალურად ცდილობს ცხოველების გამოკვებას, ვეტერინარულ მომსახურებას და მათ გაჩუქება/დაბინავებაზე ზრუნვას.  აღნიშნული გარემოებისა და ვითარების გამო   თავშესაფრის მენეჯმენტი მოკლებულია ნორმალურ შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობას.  თავშესაფრის სუბსიდირება ხდება მუნიციპალიტეტის მიერ, მაგრამ ის იმდენად მცირეა, რომ აუცილებელი ხარჯების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს.

მიუხედავად თავშესაფრის მენეჯმენტის და მომსახურე პერსონალის თავდაუზოგავი შრომისა, თავშესაფრის ბინადრებს არ აქვთ ნორმალური შესაბამისი პირობები. ცხოველებს არ აქვთ სახლები და მოსასვენებელი ადგილები. ჭარბი რაოდენობის გამო რთულია მათი გამოკვება და ვეტერინარული მომსახურება. გორის თავშესაფარს, გამონაკლისის გარდა, არ ეხმარებიან მოხალისეები.

GSPSA-ს მიაჩნია, რომ ქ. გორის მინიციპალიტეტმა  უნდა ააშენოს თავშესაფარი, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და ნორმებთან. ასევე აუცილებელია მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი სუფბიდირება, რაც საშუალება მისცემს ორგანიზაციას ქ. გორში მართოს და აკონტროლოს უპატრონო ცხოველების პოპულაცია.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ  ცხოველთა თავშესაფარი.

მისამართი:    საქართველო, ქ. გორი, მოსკოვის ქუჩა N 1

დირექტორი:  თამარ აფციაური  tamarapciauri@mail.ru

 

ფოტოები გადაღებულია 2016 წლის 10 აპრილს

This slideshow requires JavaScript.