GSPSA-ს მიერ 2010 წლის 4 ოქტომბერს აღინიშნა ცხოველთა მსოფლიო დღე

2010 წლის 4 ოქტომბერს GSPSA-ს მიერ აღინიშნა ცხოველთა მსოფლიო დღე (ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე). ეს დღე ცხოველთა დამცველების მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. გადაწყვეტილება ცხოველთა მსოფლიო დღის (World Animal Day) აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული იქნა 1931 წელს ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე ფლორენციაში. თარიღი – 4 ოქტომბერი შერჩეული იქნა იმ ნიშნით, რომ ეს დღე არის კათოლიკი წმინდანის ფრანცისკ ასსიზსკის გარდაცვალების დღე (Feast Day of St Francis of Assisi, 1181/1182 — 4 ოქტომბერი 1226). ფრანცისკ ასსიზსკი ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად. ეკლესიები მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს. საქართველოში ეს დღე აღინიშნა პირველად 2009 წელს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ.

2010 წლის 4 ოქტომბერს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” ეგიდით ცხოველთადამცველებმა საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვისა და სისასტიკის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს თბილისში. მსვლელობა დასრულდა ქ. თბილისის მერიის წინ, სადაც ცხოველთადამცველებმა მდუმარე აქცია მოაწყვეს. GSPSA-ს თავმჯდომარემ წერილობითი მიმართვა გაუგზავნა ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ცხოველთადამცველები პროტესტს გამოვთქვამენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასწორი პროგრამებისა და მისი კონტრაქტორი ფირმის მიერ უსასტიკესი მეთოდებით ცხოველთა დაჭერის და განადგურების გამო. GSPSA-მ მუნიციპალიტეტს მოუწოდეს, რომ შეწყვიტონ ცხოველთა მიმართ სისასტიკე და პერმანენტული განადგურება, 2010 წლის 4 ოქტომბრიდან აღარ დაუშვან ძაღლმკვლელი კონტრაქტორი ფირმების ბრიგადების პარპაში, ცხოველებისადმი სისასტიკე და განადგურება, აგრეთვე იმოქმედონ საერთაშორისო კანონებით და ჰუმანური მეთოდების გამოყენებით.

GSPSA-ს წერილობითი მიმართვა ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

მასმედია:

http://medianews.ge/index.php/ka/content/47090/

http://netgazeti.ge/GE/28/Life/2575/

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2176420.html