GSPSA-მ და “Dog Organization Georgia”-მ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2009 წლის 17 ივლისს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციებმა “Dog Organization Georgia”-მ, “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”-მ (GSPSA) და “ცხოველთა უფლებების კომიტეტმა” გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელის მთავარი მიზანია ცხოველთა უფლებების დაცვა. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ორგანიზაციების ურთიერთანამშრომლობას საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში, ცხოველთა მომართ ჰუმანური ნორმებისა დამკვიდრებაში და ცხოველებისათვის უკეთესი სამყაროს შექმნაში…

“Dog Organization Georgia”ახლად შექმნილი ორგანიზაციაა და მას ხელმძღვანელობს ჰოლანდიელი ახალგაზრდა პიროვნება ივო ბაქჰაუზენი. მემორანდუმის გაფორმების და თანამშრომლობის იდეის ინიციატორი სწორედ ეს ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის სფეროა უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება, მათზე ზრუნვა და პატრონის მოძიება. “Dog Organization Georgia” უზრუნველყოფს მათ ვაქცინაციას, მკურნალობას და სტერელიზაციას.
საქმიანობის განსახორციელებლად “Dog Organization Georgia”-ს მერიამ გამოუყო 2000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

GSPSA მიესალმება თავის ახალი პარტნიორის უდავოდ კარგ წამოწყებას და დიდ იმედს გამოთქვამს, რომ იდეა ახლო მომავალში განხორციელდება და ეს ორგანიზაციები ითანამშრომლებენ ქუჩის ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საკითხებში.