GSPSA-მ 2016 წელს ცხოველების გაჩუქების აქციები წარმატებით ჩაატარა

2016 წლის 4 აპრილიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ GSPSA-ს ინიციატივით თბილისში, ბუკიას ბაღში ჩატარდა ცხოველების გაჩუქების პროგრამით 21  ღონისძიება.  აქციებზე ლეკვები და კნუტები გაჩუქდნენ GSPSA-ს თავშესაფრიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თავშესაფრიდან და ტერიტორიებიდან.

ამ აქციიების მეშვეობით გაჩუქდა 187 უპატრონო ცხოველი, მათ შორის 156 ძაღლი და 31 კატა.

This slideshow requires JavaScript.

 

ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს უსახლკარო ცხოველებისთვის პატრონის მოძიება, ცხოველის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. აქციებზე GSPSA-ს წევრების, მოხალისეების და აქციის მონაწილეების მიერ მოხდა ბუკლეტების და საინფორმციო ფლაერების დარიგება.

უპატრონო ცხოველების გაჩუქების აქციები უკვე ტრადიციულად იმართება 2013 წლიდან.  2013 წელს გაჩუქდა 137 ცხოველი, 2014 წელს-113, ხოლო 2016 წელს კი უკვე 187 ცხოველი. უპატრონო ცხოველებმა შეიძინეს სახლი და პატრონი, ხოლო კეთილმა ადამიანებმა კი მეგობარი.   GSPSA-ს ეგიდით ქალაქში ჩატარებული აქციების მეშვეობით სამი წლის მანძილზე გაჩუქდა 437 უპატრონო ცხოველი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიონი ცხოველების პოპულაციის სწორი მართვისა და ადამიანების ცნობიერების ამაღლებისათვის.

აქციებში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ წევრებმა, სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლებმა,  ცხოველთადამცველებმა და ცხოველთამოყვარულებმა.

ცხოველების გაჩუქება

GSPSA-ს მიერ აქციები მომავალ წელსაც გაიმართება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციები აქციების შესახებ საითზე და Facebook-ზე:

აქცია N1
აქცია N2
აქცია N3
აქცია N4
აქცია N5
აქცია N6
აქცია N7
აქცია N8
აქცია N9
აქცია N10
აქცია N11
აქცია N12
აქცია N13
აქცია N14
აქცია N15
აქცია N16
აქცია N17
აქცია N18
აქცია N19
აქცია N20
აქცია N21