GSPSA IVT ახალი საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი ძაღლებისა და კატებისათვის

2016 წლის იანვრიდან საქართველოში ვეტერინარულ სამკურნალოებს და ვეტერინარებს ეძლევათ საშუალება  თავიანთ კლინიკებიდან გასცენ ახალი საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი ძაღლებისთვის და კატებისთვის – GSPSA IVP .

ვეტერინარული პასპორტის რეალიზაციიდან შემოსული მოგება მიზნობრივად ჩაირიცხება უპატრონო ცხოველების დასახმარებლად!

პასპორტის დიზაინი, შინაარსი და მოცულობა დამუშავებულია ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“- GSPSA-ში (www.gspsa.org.ge) და წარმოადგენს ამ ორგანიზაციის ინტელექტუალურ საკუთრებას.

GSPSA IVP (საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი) ატარებს ქველმოქმედებით ხასიათს. პასპორტის ტირაჟირების (დაბეჭვდის) და დისტრუბუციის ექსკუზიური უფლება აქვს შ.პ.ს. „ინვეტს“ (http://www.invet.ge/), რომელიც აფინანსებს ამ პროგრამას. პასპორტის რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან მოგება ირიცხება ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ანგარიშზე ცხოველთა თავშესაფრში ბინადარი ცხოველების დახმარების მიზნით.

GSPSA -ს საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი – GSPSA IVP შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობსთან და აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს –http://www.rs.ge/4997

დეტალური ინფორმაცია ვეტერინარულ პასპორტზე