GSPSA-მ მიიღო EVS აკრედიტაცია

GSPSA-მ მიიღო EVS აკრედიტაცია და გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ ექნება საშუალება, უმასპინძლოს უცხოელ მოხალისეებს თავშესაფარში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. ჩვენი ორგანიზაცია მოხარული იქნება, გაეცნოს უცხოელ ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია ცხოველთა ბედითა და კეთილდღეობით. იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ პროგრამაში წარმატებით მონაწილეობასა და ჩვენი თავშესაფრის ბინადრებიც მალე შეხვდებიან ევროპელ ახალგაზრდებს.