GSPSA-მ 2010 წლის 20 მაისს ოფიციალური მიმართვა (პეტიცია) გაუგზავნა ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს

2010 წლის 27 აპრილს საითშიhttp://www.thepetitionsite.com/4/save-the-homeless-animals-of-georgia გამოქვეყნდა ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” – GSPSA-ს მიმართვა (პეტიცია)  ქ. თბილისის მერიის მიმართ. მიმართვის ძირითადი მოთხოვნაა ქ. თბილისში მიუსაფარი ცხოველების სისასტიკისა და მასობრივი ხოცვის შეწყვეტა და ჰუმანური, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდების გამოყენების აუცილებლობა პოპულაციის მართვისა და კონტროლის მიზნით.

მიმართვას 2010 წლის 20 მაისამდე დაეთანხმა და ოფიციალურად ელექტრონული საშუალებით დაარეგისტრირა თავისი ხელმოწერა 2050-მა პიროვნებამ. აღსანიშნავია და მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ ხელმომწერთა 35-40 % შეადგენს უცხოელი მოქალაქეები. ხელმოწერები გრძელდება.

GSPSA-მ 2010 წლის 20 მაისს ოფიციალურად გადაუგზავნა მიმართვა (პეტიცია) ქ. თბილისის მერიას., ხოლო საკრებულოს მიმართა ამ წერილობითი დოკუმენტის არსებობის შესახებ.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-ს იმედი აქვს, რომ მუნიციპალიტეტი ამ მიმართვას ვერ დატოვებს უყურადღებოდ, შეწყვიტავს მიუსაფარი ცხოველების გაუმართლებელ ხოცვას (ტენდერების გამოცხადებას და შეთანხმებებს კერძო ფირმებთან ცხოველთა დახოცვაზე) და ქუჩის ცხოველთა პოპულაციის მართვას და კონტროლს განახორციელებს ჰუმანური და ცივილიზირებული მეთოდებით ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

იხსენით უპატრონო ცხოველები!

 

მიმართვის ტექსტი (ქართული ვერსია)