GSPSA-მ და შ.პ.ს. “სევერის” ბათუმის ცხოველთა თავშესაფარმა გააფორმეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 24 აპრილს ქ. ბათუმში ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის სააზოგადოება” GSPSA-სა და შპს “სევერს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რაც ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციასა და შ.პ.ს „სევერი“-ს ბათუმის ცხოველთა თავშესაფარს შორის, ქ. ბათუმში ცხოველთა დაცვის, გადარჩენის და მათი უფლებების დასაცავად.

 

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ქ. ბათუმში უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ცხოველების გადარჩენას, თავშესაფრიდან ცხოველების გაჩუქებაში მონაწილეობას და ხელშეწყობას, ცხოველების სისასტიკისადმი ბრძოლას, GSPSA-ს მხრიდან თავშესაფრის პერიოდულ მონიტორინგს და შესაბამის კონსულტაციას, რათა უზუნველყოფილი იქნეს თავშესაფარში ცხოველთა უსაფრთხოებისათვის და კეთილდღეობისათვის აუცილებელი გარემო პირობები.

მემორანდუმი გაფორმდა და ხელი მოაწერეს: GSPSA -ს მხრიდან ბატონმა პაატა კეკუტიამ ( სრულუფლებიანი წარმომადგენლის აჭარის რეგიონში) და შპს “სევერი”-ს დირექტორის მინდობილმა პირმა ბატონმა ჯემალ გოგიტიძემ.

მისასალმებელია, რომ ჩვენს ორგანიზაციებს შორის ყოველთვის იყო თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა გრძელდება ცხოველთა გადარჩენისათვის და მათი კეთილდღეობისათვის.

დ ა მ ა ტ ე ბ ე ბ ი – 2018 წლის 24 აპრილს გაფორმებულ მემორანდუმში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ