GSPSA-მ ქ. თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად შეიტანა გადაწყვეტილების პროექტი ქ. თბილისში შინაურ ცხოველთა პოპულაციის მართვის წესის შესახებ

2011 წლის 16 დეკემბერს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე ქ. თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად შევიდა „გადაწყვეტილების პროექტი ქ. თბილისში შინაურ ცხოველთა (ძაღლებისა და კატების) პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“.  პროექტის ავტორებია ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ცხოველთა დაცვისა გადარჩენისსაზოგადოება“ – (GSPSA), „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება,„უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება. გადაწყვეტილების პროექტი ითვალისწინებს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ ცხოველთა დაცვის სფეროში საერთაშორისო აქტების აღიარებას, თბილისში შინაურ ცხოველთა პოპულაციის  მართვის წესს ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა რეკომენდაციებითა და უშუალო მონაწილეობით.  გადაწყვეტილების მიღების მიზანია ცხოველთა პოპულაციების მართვის წესების მარეგულირებელი საერთაშორისო სატანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ასევე ქ. თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ცხოველებთან მოპყრობის ჰუმანური მეთოდების დანერგვა და ასევე ბევრ სხვა საკითხს.

GSPSA-მ  მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ქ. თბილისის საკრებულო გულისყურით და გაგებით მოეკიდოს ამ მნიშვნელოვანი აქტის არსებობას და უმოკლეს ვადაში მოხდეს მისი განხილვა შესაბამის კომისიაში პროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სპეციალისტების თანდასწრებით.

დოკუმენტის გადმოწერა