GSPSA-მ დაიწყო სტერილიზაციის პროგრამა

2013 წლის 16 თებერვალს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” – GSPSA- ს მიერ დაიწყო ქუჩის ძუ ძაღლების სტერილიზაციის პროგრამა ბრიჟიტ ბარდოს ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით.

პროგრამით გათვალისწინებული პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩატარებული იქნა თავშესაფარში ბინადარ ერთი წლის ძაღლზე. ვეტერინარული მომსახურება ჩატარებული იქნა ვეტერინარ მარინა დელავერისა (კინოლოგიური კლუბი “ლორდ ლამარი“) და GSPSA –ს ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის მიერ.

ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა GSPSA- ს ახალ ვეტერინარულ კლინიკაში. პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებულია 60 ძაღლის სტერილიზაცია.

ჩატარებულ ოპერაციაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ პროგრამის Facebook-ის გვერდი.