ჰარრი – (ინგლისური სეტერი, ხვადი) – ორგანიზაცია ეძებს ძაღლისათვის ფასიან შემფარებელს

ყურადღება! ძაღლი არ ჩუქდება.
ორგანიზაცია ეძებს ძაღლისათვის ფასიან შემფარებელს.
შეფარების პირობებისათვის დაუკავშირდით ორგანიზაციას

ჯიში – ინგლისური სეტერი
სახელი – ჰარრი (ბელკა)

სქესი – ხვადი (კასტრირებული)
დაბადების თარიღი – 2014 წ.
იდენფიცირება: მიკროჩიპი 
ხასიათი:  დინჯი, უპრობლემო, დამჯერე, ერთგული

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  თავის ქალის ტრავმის გამო აქვს შეძენილი ეპილეფსია.

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში.

ჰარრი 2015 წლის თებერვალში GSPSA-ს თავშესაფარში გადმოყვანილი იქნა თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან. მუნიციპალურ თავშესაფარში ის მიიყვანეს ქუჩიდან, ტრავმირებული და რთულ მდგომარეობაში. სავარაუდოთ მას ძველი ტრავმა ჰქონდა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. რეაბილიტაციისათვის  გადმოყვანილი იქნა GSPSA-ს ტრავმირებული ცხოველების თავშესაფარში. ჰარრი რამოდენიმე თვეში ფეხზე დადგა, გაიარა და სრულფასოვანი ძაღლი დადგა.

2015 წლის ივლისში ჰარი გაჩუქდა, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მას დაეწყო ეპილეფსიური შეტევები, რის გამოც ძაღლი 2017 წლის 4 მაისს ისევ გადმოყვანილი იქნა GSPSA-ს თავშესაფარში.

ჰარრის მუდმივად სჭირდება ყურადღება, მზრუნველობა, მკურნალობა და შესაბამისი პირობები. ეპილეფსიანი ძაღლისათვის თავშესაფრის პირობები მიუღებელია. ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჰარრისათვის გამოძებნოს ფასიანი შემფარებელი და შესაბამისად საჭირო დაფინანსება (შემოწირულობების სახით).

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჰარრის: 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
მიმღების დასახელება (ინგ): GEORGIAN SOCIETY FOR THE PROTECTION AND SAFETY OF ANIMALS
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა – “ჰარრის დასახმარებლად”  http://gspsa.org.ge/donate/

 

 

 

ჰარრის ფოტოები. 2015 წლის თებერვალი (GSPSA-ს თავშესაფარში გადმოყვანის დღეები)
 

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთგანაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/