„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-ს ( GSPSA ) კომპანია „ზოომარტი“-სგან გადმოეცა გაყიდვიდან ამოღებული საკვები პროდუქტი ძაღლებისთვის და კატებისთვის.
აღნიშნული პროდუქცია მოხმარდება GSPSA-ს თავშესაფარში ბინადარ, ორგანიზაციის წევრების მიერ შეფარებულ და მიუსაფარ ცხოველებს.
GSPSA-ს აქვს სურვილი დაეხმაროს იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან უპატრონო და მიკედლებულ კატებზე მზრუნველობით.
იმისთვის, რომ GSPSA-მ გადმოგცეთ საკვები მიუსაფარი ცხოველებისთვის, უნდა მოგვმართოთ განცხადებით ორგანიზაციის მეილზე info@gspsa.org.ge 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ტერიტორიაზე და რომელ ცხოველებზე მზრუნველობთ ( თან დაურთეთ დამადასტურებელი ფოტო მასალა).
აღნიშნული განცხადება გამოგზავნილ უნდა იქნას ელექტრონული ფორმით, PDF ფაილში დამოწმებული ხელმოწერით.
გადასაცემი პროდუქციის რაოდენობა დადგინდება ორგანიზაციის მიერ. პროდუქცია გაიცემა 4 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით.