GSPSA

ცხოველების სიცოცხლეს ნაგავზე მეტი ფასი არ აქვს. მოდით გავაუმჯობესოთ საქართველო!

22 იანვარი 2009

ანჟელიკა კატარზინა ტეჟადა - ა.შ.შ  მოქალაქე,  GSPSA-ს  წევრი    https://www.facebook.com/angelika.broach?fref=ts 

 

ანჟელიკა 2007 წლის აპრილიდან დაუკავშირდა საზოგადოებას. მას უზომოდ უყვარს ცხოველები და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოების თავშესაფარმა დღემდე გაძლო. ანჟელიკა  საზოგადოების აქტიური წევრია, დიდ დახმარება გაუწია თავშესაფარს. ანჟელიკამ  თავშესაფრიდან აიყვანა ძაღლი, სახელად როკი, რომელიც დღეს უკვე ა.შ.შ.-შია და თავს კარგად გრძნობს. ანჟელიკას თავდადებით ბევრი კეთილი საქმეა დაწყებული.

 

ცხოველების სიცოცხლეს ნაგავზე მეტი ფასი არ აქვს.

მოდით გავაუმჯობესოთ საქართველო!

ევროპაში ძალიან ცდილობენ ადამიანებს და ცხოველებს შორის ჰარმონიული, ფართოდ აღიარებული და გულისხმიერი ურთიერთობის დამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, ეკონომიური და სოციალური პრობლემების გამო, ცხოველების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხი სრულიად უგულვებელყოფილია. შესაბამისი სამინისტროს მაღალ საფეხურზე მყოფი სახელმწიფო ჩინოვნიკის გადმოცემით, კანონის თვალში უსახლკარო ცხოველებსა და ნაგავს შორის ცოტაოდენი განსხვავებაა. ეს არ არის მხოლოდ უსახლკარო ცხოველების პრობლემა, ეს ქართველი ხალხის და მათი შინაური ცხოველების პრობლემაც არის, რადგან ქუჩაში მყოფ უპატრონო ცხოველებს ხალხისთვის დისკომფორტის შექმნა და მათი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება შეუძლიათ.

საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება (GSPSA) არის ერთ-ერთი საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს საქართველოს ცხოველებთან მოპყრობის სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებასთან შეთანხმებას. GSPSA–ს გააჩნია თავშესაფარი იმ უსახლკარო ძაღლებისათვის, რომლებსაც მოსახლეობის ნაწილი ცუდად ეპყრობა. ამჟამად, ფართის დეფიციტის და ფინანსური სიძნელეების გამო, ცხოველთა თავშესაფარს მხოლოდ შეზღუდული მასშტაბით შეუძლია შეიფაროს, გამოკვებოს და გაუწიოს ვეტერინარული, თუ სასწრაფო დახმარება უმწეო ცხოველებს. თავშესაფარი სთავაზობს მოსიყვარულე ოჯახებს ცხოველების აყვანას. GSPSA ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს სტერილიზაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და საერთოდ ცხოველის შესაფერის მოვლას.

მიუხედავად იმისა, რომ GSPSA -ს მიზნები დიდია, ხოლო მათი მიღწევის საშუალებები კი ჯერ ჯერობით შეზღუდულია. თქვენ ძალიან ადვილად შეგიძლიათ მისი დახმარების გაწევა. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ გულისხმიერი ოჯახი გამოუძებნოთ თავშესაფარში მყოფ ერთ-ერთ ძაღლს, რითიც ადგილი გამოთავისუფლდება სხვა უსახლკარო ძაღლისათვის. მაგრამ, თუ ამის გაკეთების საშუალება არ გაქვთ, ერთ-ერთი ყველაზე უბრალო დახმარების გზა არის ძაღლებს მოუტანოთ საჭმლის ნარჩენები. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ამ მარაგის დისტრიბუციას ღარიბ ოჯახებში, რომლებსაც უჭირთ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შენახვა. წვლილის შეტანის კიდევ ერთი ადვილი გზა არის ძველი ტანსაცმლის, ან საბნების მოტანა, რაც დაგვეხმარება ზამთარში ძაღლების თბილად შენახვაში.

თუ გაგაჩნიათ ცოტა უფრო მეტი დრო და ფინანსები, არსებობს კიდევ სხვა უბრალო დახმარების სახეები. GSPSA იღებს ფულად შემოწირულობებს. მაგრამ თუ შენი ოჯახის კარის, ან საფულის გაღებას ვერ შეძლებ, შეგიძლია შენი გულის კარი გაუღო ცხოველებს, შეგიძლია ყურადღება მიაქციო ერთ, ან ერთზე მეტ ძაღლს, მაგალითად ეთამაშო, მოეფერო ან გაასეირნო ის, რაც შენი და ძაღლის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და ძაღლისთვის მოსიყვარულე ოჯახის პოვნის შანსს გაზრდის. ასევე შეგიძლია დახმარება სთხოვო ნაცნობ ვეტერინარს. მას შეუძლია გაანათლოს თავისი კლიენტურა, თავშესაფარში არსებულ ძაღლებს შემოწიროს სამედიცინო მედიკამენტები, ან გაუკეთოს სტერილიზაცია უფასოდ. დახმარების კიდევ ერთი საშუალებაა მისწერო მთავრობას და მიმოწერა აკონტროლო და უპატრონო.

ანჟელიკა კატარზინა ტაჯადა. GSPSA - ს წევრი

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram