უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე (IHAD) – 2017 წლის 19 აგვისტო, შაბათი

2017  წლის 19 აგვისტოს მსოფლიოში ცხოველთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღინიშნება „უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე”International Homeless Animals’ Day (IHAD).

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA უერთდება  მსოფლიოს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მოძრაობას ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

ეს დღე პირველად 1992 წელს დამკვიდრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ სავალალო ბედის გამო, რაც უპატრონო ცხოველებს ერგუნათ წილად ცხოველთა თავშესაფარებში (იმ დროისათვის უმრავლესობა ცხოველთა თავშესაფრებისა აღნიშნულ ქვეყანაში ითვალისწინებდა გარკვეული დროის შემდგომ ცხოველის ლიკვიდაციას მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა). ამ დღეს აქტივისტები გამოვიდნენ სანთლებით და სურათებით, ასევე სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას ცხოველთა უფლებების დამცველებმა და ვეტერინარებმა. ცხოველთადამცველებმა გააპროტესტეს ეს ვანდალური ქმედებები უპატრონო ცხოველების მიმართ. შემდგომ ეს დღე მსოფლიო მასშტაბით იქნა აღიარებული და მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ”ცხოველთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოებამ” – ISAR  (International Society for Animal Rights ) 1992 წელს პირველად აუწყა მსოფლიოს ამერიკაში ამ ტრაგედიის შესახებ და გააპროტესტა ეს ქმედება. ISAR-ის მიერ შემდგომში დაწესდა ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე”, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღინიშნება ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათ დღეს. ამ დღეს აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატები, კოლუმბიაში და ექვსივე კონტინენტზე.

საქართველოში  IHAD პირველად აღინიშნა GSPSA-ს მიერ 2010 წელს.