უკანონოდ დატყვევებული დათვის ბელი სვანეთში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში

ეს ვიდეო გადაღებულია 2015 წლის 5 ივლისს უცხოელი ტურისტების ავიშეი და სენდი გერშონების მიერ. ვიდეოზე ასახულია საქართველოში, სვანეთში, უშგულში ლამარიას მონასტერში ეკლესიის მსახურების მიერ უკანონოდ დატყვევებული დათვის ბელი. გარდა იმისა, რომ დატყვევება არის კანონსაწინააღმდეგო, ამავე დროს ამ ბელზე განხორციელებულია განსაკუთრებული წვალება და სისასტიკე.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უმოკლეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს აღნიშნულის შესახებ და მოითხოვს გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. ასევე მოხდეს მოკვლევა ამ ბელის წარმომავლობის შესახებ.

მონასტერბში და ეკლესიებში ბოლო პერიოდში განსაკთრებით იმატა ბრაკონიერების მიერ დათვის ბელების ჩუქების ფაქტებმა ეკლესიის მსახურებზე, ხოლო საქართველოს საპატრიარქო კი არაფერს არ აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ.

  

Facebook – GSPSA – Bear in Georgia /დათვი საქართველოში -https://www.facebook.com/bearingeorgia?ref=hl 

ინფორმაცია მურა დათვის შესახებ

მურა დათვი (Ursus arctos) — მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში.

საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. დათვზე ნადირობა აკრძალულია. საქართველოს ”წითელი წიგნი” და ”წითელი ნუსხა” –http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=47

საქართველოში ხშირია არაკანონიერი ნადირობა – ბრაკონიერობა, რის გამოც კლავენ როგორც დათვს, ასევე სხვა გარეულ ცხოველებს, რომლებიც გადშენების პირზეა. სამწუხაროთ დათვები ხშირად ხვდებიან ტყვეობაში. 2013 წლის მონაცემებით საქართველოში ორმოცდაათამდე დათვია უკანონოდ ტყვეობაში ეკლესია-მონასტრებში, რესტორნებში და კერძო ტერიტორიებზე. გართობის მიზნით ბელებს დედას უკლავენ და მათ ამწყვდევენ ვოლიერებში, სადაც გაუსაძლის პირობებში ატყვევებენ და ხშირ შემთხვევეში საბოლოოდ კლავენ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853 მუხლის თანახმად, „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.

საქართველოში დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 50 000 ლარს. შესაბამისად, ის პირი, რომელიც უკანონოდ მოიპოვებს დათვს (ანუ მოკლავს) საქართველოს კანონის თანახმად მას უნდა დაეკისროს გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

სსკ-ის შესაბამისად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეყვანილ ცხოველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

უშგულის ლამარია — IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში