გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიერ სვანეთში, უშგულში ლამარიას მონასტერში დატყვევებული დათვის ბელი განთავისუფლებულია

2015 წლის 21 ივლისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე (153) შემოსული და ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში დათვის ბელი აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დათვის ბელი მონასტრიდან წამოიყვანეს და მესტიის ტყის ფონდის ტერიტორიაზე გაუშვეს.

ბრაკონიერებისგან დაცვის მიზნით, დათვის ბელი მესტიის სატყეო უბნის ტყის მცველის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიერ Facebook – ის ოფიციალურ გვერდზე 2015 წლის 21ივლისს. გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ამ დათვის ბელის თავისუფლებაზე გაშვების ვიდეო.

სვანეთში, უშგულში ლამარიას მონასტერში დატყვევებული დათვის ბელის თაობაზე „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ – GSPSA – მ ინფორმაცია შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალით გაავრცელა ივლისის დასაწყისში და გამოაქვეყნა ვებსაიტში და ორგანიზაციის Facebook – ის გვერდებზე:

GSPSA – მ აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 2015 წლის 9 ივლისს მიაწოდა ინფორმაცია. ხოლო 2015 წლის 19 ივლისს ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბენებრივი რესურსების სამინისტროს მეილზე ოფიციალურიწერილი გაუგზავნა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მოითხოვა სამინისტროსგან კანონით გათვალისწინებული ქმედებების უზრუნველყოფა.

GSPSA მადლობას უცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბენებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირებისათვის და საკთხის გადაწყვეტისათვის.