მან, საკუთარი სიცოცხლის რისკად, დათვი დახრჩობას გადაარჩინა

ეს ამბავი მურა დათვზეა, რომელმაც  ფლორიდაში დასახლებული ტერიტორიაზე გადაწყვიტა გასეირნება. იმისთვის რომ, უკან, ეროვნულ პარკში დაებრუნებინათ,  პოლიციამ სცადა მისი დაძინება ტრანკვილიზატორის საშუალებით. მართალია  ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა, თუმცა შემდგომ განვითარებული მოვლენების მიხედვით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კიდევ არსებობენ გმირები, ჰუმანურობა და სიკეთე კი კვლავ ატრიალებს დედამიწას.

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ტრანკვილიზატორი ცხოველის გასაუვნებლად და მის უსაფრთხოდ გადასაყვანად უახლოეს ტყეში. მოხდა ისე, რომ ტრანკვილიზატორის მოხვედრის შემდეგ ის ზღვისკენ გაიქცა. დათვი ცდილობდა უფრო და უფრო ღრმად შეეცურა, ტრანკვილიზატორმა კი მოქმედება დაიყო, თანდათან ძილი ერეოდა და დახრჩობა  გარდაუვალი იყო.

ამ დროს, ადამ ვარვიკმა (ბიოლოგი) მიიღო მეტად სარისკო გადაწყვეტილება დათვის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეჩერება სცადეს, ადამი მაინც შევიდა ზღვაში.

“გადაწყვეტილება წამიერად მივიღე, როცა დავინახე, როგორ იხრჩობოდა უმწეო დათვი” თქვა ადამმა.

დათვს შეძლო მძიმე დაზიანებები მიეყენებინა ადამისთვის, წყლიდან ამოსასვლელად მასზე აცოცებაც სცადა, თუმცა  სიცოცხლისთვის ბრძოლით დაღლილს ძალა არ ყოფნიდა.

ადამს სწრაფად უნდა ემოქმედა. ცდილობდა კარგად მოსჭიდებოდა  ბეწვზე. დათვს უჭირდა თავის შეკავება წყლის ზედაპირზე, ადამი კი არ ნებდებოდა და ახერხებდა 200კგ დათვის დაკავებას. საბოლოოდ მან შეძლო დათვის სანაპიროზე გამოყვანა სადაც სხვებიც დაეხმარნენ. ადამს მხოლოდ რამდენიმე მსუბუქი ნაკაწრი დარჩა.
fgs

დათვი დააბრუნეს ოსიოლას (ფლორიდა) ეროვნულ ნაკრძალში.

დათვსაც და ადამსაც დიდხანს ემახსოვრებათ ეს დღე.

“ის გაცილებით ბედნიერად გამოიყურება ბუნებრივ გარემოში, არამგონია ზღვას კიდევ გაეკაროს”, ამბობს ადამი.fn

წყარო: brightside.me