INFO 9 – თეიმურაზ წიქორიძე: შსს-ს უნდა აღერიცხა აღმოჩენილი დაღუპული ცხოველები და არა გურიელიძეს

„ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე დანაშაულის გადაბრალების მცდელობად მიიჩნევს, თბილისში დღეს მომხდარ ინციდენტში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დადანაშაულებას და აცხადებს, რომ სრული ინფორმაცია პირველებს მათ უნდა ჰქონოდათ.
ცხოველთა დამცველს მიაჩნია, რომ დღევანდელი ინციდენტით, პირველ რიგში, ის გამოვლინდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ უზრუნველყვეს ადამიანების უსაფრთხოება.
როგორც „ინფო-9“-ს თეიმურაზ წიქორიძემ განუცხადა, ვითარების კონტროლი არ ნიშნავს სნაიპერებისა და სპეცრაზმის გამოყვანა და მათთვის ცხოველების ლიკვიდაციის უფლების მიცემა.
წიქორიძის აზრით, ამ შემთხვევაში პროფესიონალებს უნდა ემუშავათ, რომლებიც ჰუმანური წესით გააბრუებდნენ ცხოველს და მერე გადაიყვანდნენ ვოლიერებში…

http://www.info9.ge/sazogadoeba/122900-theimuraz-tsiqoridze-shss-s-unda-agherickha-aghmochenili-daghupuli-ckhovelebi-da-ara-gurielidzes.html?lang=ka-GE