ინფორმაცია რესტორან “ედემის ბაღში” დატყვევებული დათვის შესახებ

4d7d52483c172016 წლის 09 ივნისს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” მიიღო ინფორმაცია კიდევ ერთი დატყვევბული დათვის შესახებ.

დათვი დატყვევებულია დასავლეთ საქართველოში რიკოთის უღელტეხილთან მდებარე რესტორნის “ედემის ბაღი” ტერიტორიაზე. ინფორმაციაზე დაყრდნობით დათვი არის ვოლიერში და მასზე ხდება რესტორნიდან გამოსული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მხრიდან დაცინვა. ის წარმოადგენს რესტორნის მფლობელის მიერ არაკანონიერად დატყვევებულ გარეულ ცხოველს და ამ დათვის ტყვეობის მიზანია ადამიანების მიზიდვა.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-GSPSA აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (153) და მოითხოვა სამინისტროს მხრიდან კანონით გათვალისწინებული ზომების სასწრაფო გატარება, კერძოდ: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების ადგილზე გასვლა, ფაქტის დაფიქსირება, აქტის შედგენა და შესაბამისი შემდგომი ქმედება.

GSPSA-ს აინტერესებს ასევე ისიც, იცის თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრომ რესტორან “ედემის ბაღში” დატყვევებული დათვის თაობაზე და რა ღონისძიებები აქვს ჩატარებული და თუ არა, რატომ?

GSPSA-ს მიაჩნია, რომ სამინისტრო ტყვე დათვებთან დაკავშირებით არ ასრულებს თავის უფლებამოსილებას და ვალდებულებას!

(გამოქვეყნებული ფოტო არ არის რესტორან “ედემის ბაღში” დატყვევებული დათვის ფოტო და მას მხოლოდ მინიშნებადი ფუნქცია აქვს).

Facebook – დათვი საქართველოში Bear in Georgia  (GSPSA)