ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე

პირველად საქართველოში 2011 წლის 10 დეკემბერს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”, “სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების” და “ბუნების შვილების” მიერ  ოფიციალურად აღინიშნა ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე (IARD).
ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე  ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში  10 დეკემბერს.  მისი მიზანია გავიხსენოთ ადამიანის სისასტიკის მსხვერპლი ცხოველები. ეს დღე მოუწოდებს საზოგადოებას ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის აღიარებისაკენ. ამ ისტორიული კამპანიის მიზანია ადამიანთა უფლებებზე დააშენოს და დაარწმუნოს კაცობრიობა, რომ სიკეთეს და პატივისცემას იმსახურებს ყველა არსება. უკვე მეცამეტე წელიწადია რაც ათასობით ცხოველთა დამცველი მსოფლიოში ამ დღეს აღნიშნავს ანთებული სანთლებით და სხვა ინსპირირებით.
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”  წევრებისა და სხვა ცხოველთადამცველების მიერ ორგანიზაციის ცხოველთა თავშესაფარში მოხდა შეკრება. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ დამსწრეთ გააცნო ქ. თბილისის საკრებულოს კანონპროექტი ცხოველთა პოპულაციის მართვის შესახებ. ცხოველთადამცველებმა პატივი მიაგეს ადამიანის სისასტიკის შედეგად დახოცილ ცხოველებს.