GSPSA ატარებს ცხოველების გაჩუქების აქციებს 2017 წლის ყოველ კვირა დღეს

2017 წლის 14  მაისს და შემდეგ ყოველ კვირა დღეს GSPSA – ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“  ინიციატივით თბილისში, ბუკიას ბაღში ჩატარდება ცხოველების გაჩუქების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.

აქციებზე გამოყვანილები იქნებიან გასაჩუქებლად უპატრონო ლეკვები და კნუტები, ასევე მოზრდილი ცხოველებიც GSPSA-ს თავშესაფრიდან, სხვა თავშესაფრებიდან, დროებითი შემფარებლებიდან და ქუჩიდან. გამოყვანილები იქნებიან მხოლოდ მეტისები.

 

ცხოველების გაჩუქების პროგრამა – 2017 წელი

ადგილმდებარეობა:   საქართველო, თბილისი, ბუკიას ბაღი (პეკინის გამზირი, მეტრო პოლიტექნიკური)
ღონისძიების დრო:    2017 წლის 14 მაისი, კვირა, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე (შემდეგ ყოველ კვირა დღეს)
ორგანიზატორი:          GSPSA  – ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”
მონაწილე მხარე:         “ბუკიას ბაღის ცუგები / Bukia Park Doggies”-ს გუნდი (facebook)
Facebook:                      GSPSA – ცხოველების გაჩუქების პროგრამა / Animal Adoption Program
კონტაქტი:                    +995 593 322 159    info@gspsa.org.ge

 

GSPSA-ს მიერ უპატრონო ცხოველების გაჩუქების აქციები უკვე ტრადიციულად იმართება 2013 წლიდან.

2013 წელს გაჩუქდა 137 ცხოველი, 2014 წელს-113, ხოლო 2016 წელს კი უკვე 187 ცხოველი. უპატრონო ცხოველებმა შეიძინეს სახლი და პატრონი, ხოლო კეთილმა ადამიანებმა კი მეგობარი.   GSPSA-ს ეგიდით ქალაქში ჩატარებული აქციების მეშვეობით სამი წლის მანძილზე გაჩუქდა 437 უპატრონო ცხოველი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისათვის.

გელოდებით აქციებზე!

საქართველო, თბილისი, ბუკიას ბაღი, ყოველ კვირა დღეს!

This slideshow requires JavaScript.

ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს უსახლკარო ცხოველებისთვის პატრონის მოძიება, ცხოველის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. აქციებზე GSPSA-ს წევრების, მოხალისეების და აქციის მონაწილეების მიერ მოხდება ბუკლეტების და საინფორმციო ფლაერების დარიგება.

ცხოველების გაჩუქება

დეტალური ინფორმაციები და ფოტომასალები 2016 წლის ცხოველების გაჩუქების აქციების შესახებ იხილეთ ლინკზე:
http://gspsa.org.ge/gspsa-aqcia-bukiagarden-2016/

აქციებზე ინფორმაცია:

აქცია N1 –  14.05.2017