GSPSA

როგორ დამაკავშირა "ფოთეითომ" GSPSA-ს - ჯეიდ მუკი

26 თებერვალი 2020

11 დეკემბერი. მშვენიერი, მზიანი დღე. მე და ჩემი მეგობარი ერთად მივუყვებით გზას ბოტანიკურ ბაღში. უკვე დაახლოებით ერთი თვეა გასული, რაც თბილისს ვსტუმრობთ და ვემზადებით საშობაოდ  ცოტა ხნით ვესტუმროთ ჩემ მშობლიურ ქალაქს, მაგრამ, როდესაც ძველი თბილისის ქალაქის ქუჩებში სეირნობისას ვჭრით ბილიკს ვაწყდებით შავ პატარა კნუტს. კნუტი მძიმედ დაშავებული ჩანს და მანქანის ქვეშ დამალული განწირული კნავის. გარშემომყოფები არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ ზრუნავს მასზე და ყველა გვერდს უვლის. მოხუცი ქალბატონი შეჩერდა ჩვენთან სიახლოვეს და გამოლაპარაკებას ცდილობს, რადგან მე მანქანის ქვეშ ვარ შემძვრალი კატასთან. კნუტი რამდენიმე წუთში პირდაპირ ჩემს მკლავებში აღმოჩნდა და დიდი ყოყმანის გარეშე გავეშურეთ ვეტერინართან.  შევიტყვეთ, რომ მას უკანა ფეხი ჰქონდა დაზიანებული და განგრენა ორივე კიდურზე დაწყებული, ასევე საკვების უკმარისობის გამო გამოიყურებოდა, როგორც  სამი თვის კნუტი, (ნაცვლად რვა თვის ასაკისა).

 

იმ დღიდან დაიწყო ჩვენი საქართველოში ყოფნის საინტერესო და ამავდროულად დაძაბული ეტაპი. უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში ჩვენ მას წუთითაც არ ვტოვებდით მარტო. ერთმანეთს ვენაცვლებოდით მის მოვლაში. ყოველდღე ვეტერინართან ვიზიტი, მედიკამენტების ადმინისტრირება, საფენების შეცვლას (დიახ, საფენები) - მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ის ზოგჯერ თავს ვერ იკავებდა, ასე რომ, ვეტერინარის რჩევის თანახმად, ორიოდე დღის განმავლობაში ვიყენებდით საფენებს) და ა.შ. ეს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ამომწურავი იყო ერთი კვირისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ვნერვიულობდით და განვიცდიდით, მშობლის მზრუნველობის გემოც გავიგეთ!  კვირის ბოლოს მას ამპუტაცია ელოდებოდა. საბედნიეროდ ფისო მალე მომჯობინდა და სამ ფეხზე სიარულს მარტივად შეეგუა.

ჩვენ ძალიან სწრაფად შევეჩვიეთ "ფოთეითოს"(ჰო, ეს სახელი შევარჩიეთ მისთვის) და მისი დატოვება გადავწყვიტეთ. მაგრამ ეს გულისხმობდა შობის გამოტოვებას ოჯახებთან ერთად და თბილისში უფრო დიდხანს დარჩენას, რაც მოგვცემდა საზღვარგარეთ მის წასაყვანად მომზადების შესაძლებლობას. ჩემ მეგობარს სამსახურის გამო იანვრის ბოლოს მოუწია სახლში წასვლა, რაც შემეხება მე, მე ისევ აქ ვარ, ველოდები "ფოთეითოს" (და ჩემს ახალ ლეკვს), რომ გავიაროთ ყველა პროცესი, რომელიც ევროკავშირის ქვეყბნებში შესვლისთვისაა საჭირო.

   

"ფოთეითოსადმი" ჩემმა გამოცდილებამ ნამდვილად დამაფიქრა. საქართველოში ქუჩის ძაღლებისა და კატების მდგომარეობამ შემაძრწუნა ჩამოსვლისთანავე, მაგრამ - როგორც ამას სხვა ქვეყნებში ვაკეთებდი, სადაც მაწანწალა ცხოველების საგრძნობლად დიდი პოპულაციები იყო - მე ვუთხარი ჩემს თავს: მე აქ მხოლოდ ცოტა ხნით ვარ, პლუს ახლა ჩემს ცხოვრებაში უამრავი სხვა საფიქრალი მაქვს, ამიტომ ნამდვილად ვერაფერს ვიზამ, მაგრამ ჩემი კნუტის გადარჩენის შემდეგ, მე აღარ შემეძლო საკუთარი თავის მიზეზებით დამშვიდება და მათი ტანჯვისთვის თვალდახუჭულს მეყურებინა. მე არ შემეძლო ფიქრი: "ფოთეითოს" გაუმართლა (და სამწუხაროა, რომ მე ვფიქრობ მასზე, როგორც იღბლიან ფისოზე, იმის გათვალისწინებით, რომ მან ფეხი დაკარგა ამ პროცესში), მაგრამ მხედველობაში მაქვს ის სხვა დანარჩენი ცხოველი, რომელთაც არც ისე გაუმართლა? "ფოთეითო" ახლა თბილ სახლშია, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ყველა დანარჩენ მათგანზე, რომელიც ქუჩაში, ცივ ზამთარში იყინება უწყლოდ და უსაჭმლოდ? "ფოთეითომ" საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღო, მაგრამ გარეთ სხვა დანარჩენი ყველა, ვისაც არასდროს მიუღია მსგავსი დამხარება? "ფოთეითომ" მიიღო სიყვარული, მაგრამ სხვა დანარჩენი, ვინც არის უსახლკარო და დაუცველი?  "ფოთეითოს" აქვს საკვები და წყალი, მაგრამ რა შეიძლება ითქვას სხვა დანარჩენზე, ვინც მშიერ-მწურვალია? ამ ყველაფერზე, თვალის დახუჭვით პასუხზე, უარის თქმის შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობდი თავს ოდნავ დამშვიდებულად, თუ რამეს მოვიმოქმედებდი ამ უსამართლობის შესაცვლელად.

დავიწყე მციდედით:

დავიწყე მოფერებით, როცა შესაძლებლობა მქონდა გავცემდი სიყვარულს და თანაგრძნობას ქუჩის ცხოველების მიმართ. შემდეგ დვიწყე ქუჩის კატების და ძაღლების გამოკვება საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საბოლოოდ აღმოვჩნდი GSPSA-ში.

არ ვიცოდი რა მოლოდინები უნდა მქონოდა. მანამდე არასდროს ვყოფილვარ თავშესაფარში ან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დავიწყე მოხალისეობა მათთან. შევუერთდი ერთ დიდ ოჯახს, რომელიც ითვლის ორმოცდათორმეტ მოსიყვარულე ძაღლს და მათ ადამიანებს. ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მოღვაწეობენ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის და  მტკიცედ  აქვთ გადწყვეტილი უკეთესი ცვლილებები შექმნან ცხოველებისთვის საქართველოში. როგორც ძაღლებმა, ასევე ადამიანებმაც მალევე მაგრძნობინეს, რომ სასიამოვნო სტუმარი ვიყავი მათ ოჯახში და არც მე დავაყოვნე, რა თქმა უნდა შევუერთდი მათ გუნდს და საქმიანობას, რაც ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მე თავშესაფრში ვეხმარები, ძაღლების გამოკვებაში და ვუზიარებ მათ სიყვარულს, ყურადღებას, რომელსაც ყველა ითხოვს.  სატელევიზიო ინტერვიუშიც აღმოვჩნდი მოულოდნელად, რაც მარტივი არ ყოფილა. ასევე ჩავერთე უპატრონო ლეკვების გაჩუქების ორ ღონისძიებაში, სადაც ჩემი დროებით შეფარებული ლეკვიც უნდა გაჩუქებულიყო, მაგრამ როცა ადამიანები მოდიოდნენ და ჩემ შეფრებულ ლეკვზე სვამდნენ კითხვებს, ერთი სული მქონდა როდის მოგვშორდებოდნენ. შიაგანად არ მინდოდა, რომ ის აეყვანათ. იმ დღეს მე აღმოვაჩინე, რომ უკვე მყავდა კიდევ ერთი ახალი ოთხფეხა თანამგზავრი - მე  ვერ გავუძლებდი მის დიდ წყლიან მორიდებულ თვალებს... და ახლა მე მისი აყვანის პროცესში ვარ (როგორც ჩემი კატის და ვრჩები საქართველოში  ცხოველებით გარშემორტყმული).

         

მაგრამ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ საქართველოში ყოფნის პერიოდში დავეხმარო GSPSA-ს რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენასა და ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში!

    

საქართველოში ჩამოსვლილას გათვლილი მქონდა, რომ მხოლოდ ხუთი კვირა დავრჩებოდი, მაგრამ მინიმუმ ექვსი თვე მომიწევს აქ დარჩენა, სანამ ჩემი ნაშვილები "ფოთეითო" და ჯერ უსახელო ლეკვი არ მოიპოვებენ უფლებას ევროპაში გამგზავრების, რაშიც GSPSA მეხმარება და სრული მხარდაჭერა აღმომიჩინა.

ბოლოს რაც შემიძლია ვთქვა: "პოთეითოს"  გამოჩენამ თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის უკეთესობისკენ ცვლილება!

ჯეიდ მუკი, საფრანგეთიდან.

26 თებერვალი, 2020 წელი.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram