“ჯესიკა” – გერმანული ნაგაზის მეტისი, ძუ

10534551_845418598906843_3400805528990164905_nჯიში – გერმანული ნაგაზის მეტისი
სახელი – ჯესიკა
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2009 წ.
იდენფიცირება:

ხასიათი: თვინიერი, მხიარული, უპრობლემო, ერთგული, ჭკვიანი, ენერგიული, დამჯერე

თავშესაფარში მიღების მიზეზი: აწარმოებნდენ ექსპერიმენტებს ძაღლზე, რის გამოც ჩამოერთვათ
თავშესაფარში მიღების თარიღი:
თებერვალი, 2013წ
ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ჯანმრთელი, სტერილიზირებული, ვაქცინირებული (19.02.2018)

სტატუსი:  უპატრონო
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო

შემოწირულობა

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.
ჯესიკას ფოტოები მისი დატყვევების ადგილზე და მუნიციპალურ თავშესაფარში

100_0273 100_0821

100_0401

“ჯესიკა” გადარჩენილი ძაღლია. ის განწირული იყო სამედიცინო ექსპერიმენტისათვის.  2013 წელს GSPSA – ს წევრების ძალისხმევით ჯესიკა ჩამოერთვა სამედიცინო დაწესებულებას და მოთავსდა თავშესაფარში.

2013 წლის 3 თებერვალს GSPSA -ში შემოვიდა ინფორმაცია თბილისში ერთერთი სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე არსებულ უმოქმედო ვივარიუმში, ძაღლის დატყვევების შესახებ.  ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და აღმოაჩინეს დატყვევებული ძაღლი, რომელიც მოსახლეობის ინფორმაციით უკვე 3 დღე იმყოფებოდა შენობაში ყოველგვარი საკვებისა და დაწყურვების გარეშე. ძაღლი შენახული ყავდათ  ინსტიტუტის ადმინისტრაციას სამედიცინო ექსპერიმენტისათვის. GSPSA – ს თავმჯდომარის Adeline SANG-ის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია და რაიონის პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი. ცხოველთადამცველების  მოთხოვნის საფუძველზე ძაღლი იქნა განთავისუფლებული და იგი შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაყვანილი იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში, ხოლო შემდგომ კი GSPSA-ს თავშესაფარში, ვინაიდან ძაღლმა ვერ აიტანა ვოლიერში დატყვევება.

ჯესიკას ფოტოები GSPSA-ს თავშესაფარში

10846000_686669451448426_5596858475231567508_n 14992053_1088670777914956_7745853037832758101_n

1375782_569554619764738_85289296_n 1384031_569554876431379_1703898842_n

100_1665 dsc_0170

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/