ჯესი – ლაბრადორ რეტრივერი, ძუ

ჯიში – ლაბრადორ რეტრივერი
სახელი – ჯესი
სქესი – ძუ
იდენფიცირება:
დაბადების თარიღი – 2006
ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი:  ტრავმა მანქანის შეჯახების შედეგად
თავშესაფარში მიღების თარიღი:   05/10/2018
მიღებამდე ცხოველის ბინადრობის არეალი:  ქუჩაში უპატრონოდ ცხოვრება 12 წლის მანძილზე

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  ძაღლს აქვს სიბერის გამო კატარაქტა, გაძნელებული სუნთქვა და მუცლის ღრუს არეში სავარაუდოთ სიმსივნური წარმონაქმი.
სტატუსი:  უპატრონო

გაჩუქების პირობები:  გაჩუქდება უმაღლესი მოვლის გარანტიით.

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ “ჯესი”- ს. გადარიცხვის დროს გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა.

შემოწირულობა

 

ვიდეო, როდესაც ჯესის მანქანამ დაარტყა.

 

5 ოქტომბერს ღამის საათებში თბილისში,  მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიკედლებულ ძაღლს დაარტყა მანქანამ. მძღოლი მიიმალა. დარტყმის შედეგად ძაღლს დაეწყო ნერვიული სტრესი. GSPSA-ს წევრების მიერ მოხდა ტრავმირებული ძაღლის გადმოყვანა GSPSA-ს თავშესაფარში.  ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ჯესი არის მინიმუმ 12 წლის, აქვს მხედველობის დაქვეითება და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, არ მოხდება მისი დაბრუნება ქუჩაში, ის იცხოვრებთ თავშესაფარში ან გაჩუქდება უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.

“ჯესი” არის ძალიან კარგი თვისებების, უპრობლემო, ჭკვიანი და დამჯერი.  ის ადვილად ეგუება სხვა ცხოველებს და ადამიანებს.

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა