ჯილდა – სეტერი, ძუ

14657685_712642045567190_432802841_n

 

ჯიში – სეტერი
სახელი – ჯილდა
სქესი – ძუ
დაბადების თარიღი – 2016 წლის თებერვალი
იდენფიცირება:

ხასიათი:   თვინიერი, მხიარული, უპრობლემო, ერთგული, ჭკვიანი

ჯანმრთელობის მდგომარეობა:   ჯილდას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, მაგრამ შესაბამისი მასაჟეის და ვარჯიშების შემდეგ შეძლო გავლა და ფეხზე დგომა.   წინა მარცხენა ფეხის ნერვი აქვს დაზიანებული, რის გამოც ამ ფეხით ვერ დადის. თუმცა მას ეყრდნობა. მისთვის შეძენილია ფეხის ლანგეტი (პროტეზი)

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.  სასურველია სახლი და ეზო. აუცილებელია ჰყავდეს მეგობარი ძაღლი ან კატა.

 

2016 წლის 4 ივნისს GSPSA-ს თავშესაფარში მიღებული იქნა ლეკვი, სეტერი, ძუ, 4 თვის. ლეკვი პიროვნების მიერ აღმოჩენილი იქნა თბილისის ტრასაზე გადაგდებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო, ფეხი დაზიანებული და სისუსტე, რომელიც გამოწვეული იყო უჭმელობთ და ტრავმით. სავარაუდოთ ეს ლეკვი გადაგდებული იყო პატრონის მიერ, ვინაიდან ლეკვს ერთ ფეხზე  ბეწვი ჰქონდა გაპარსული და ეტყობოდა ნემსის კვალი, რაც მიუთითებს ვეტერინარულ მომსახურებაზე. ე.ი. მიიყვანა ვეტერინართან და მერე გადააგდო ტრასაზე.

ჯილდას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, ასევე ნერვი, რის გამოც ის ფეხზე ვერ დგებოდა. ვეტერინარების აზრით ის ვერასდროს ვერ დადგებოდა ფეხზე.  საბედნიეროდ ჯილდა ოთხი თვის შემდეგ ფეხზე დადგა, რაც უდიდესი დამსახურებაა თავშესაფრის მომვლელისა და კინოლოგის ირინა სემენოვასი. ის 4 თვის მანძილზე ავარჯიშებდა და მასაჟებს უკეთებდა ლეკვს, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო.  ამ ეტაპზე მას აქვს ფეხი დაზიანებული, მაგრამ ორგანიზაცია აპირებს ამ პრობლემის მოგვარებასაც.

GSPSA-მ ჯილდასთვის მოიძია და დაამზადებინა საზღვარგარეთ ფეხის მოსახსნელი ლანგეტი (პროტეზი).

  

ჯილდა არის უნიკალური ხასიათის, აქტიური და მოთამაშე ძაღლი. ის გადარჩა და ელოდება კეთილ ადამიანს, რომელიც მას წაიყვანს და მისი მეგობარი გახდება.

ჯილდა გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიის შემთხვევაში.

 

14793787_712642042233857_791813940_n 

 

  

 

ჯილდა თავშესაფარში მოყვანის დროს

100_2611 100_2649

100_2817 100_2644

100_2644 100_2642

 

VIDEO N1 – ჯილდას  ვარჯიში (ამ დროს ის ფეხზე ვერ დგებოდა დამოუკიდებლად)

 

VIDEO N2 – ჯილდამ 4 თვის ვარჯიშისა და მასაჟების შემდეგ გაიარა – 11.11.2016

 

 

ინფორმაცია და ფოტოები Facebook-ზე:
https://www.facebook.com/pg/gspsa.org.ge/photos/?tab=album&album_id=974495852665783

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/