ხოაკინ ფენიქსის სიტყვა – ოსკარების დაჯილდოება 2020

  1. “ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმათ ნაცვლად, ვისაც საუბარი არ შეუძლია. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, თუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს, ეს იქნება გენდერული უთანასწორობა, რასიზმი, სექსუალური უმცირესობების უფლებები, ძირითადი უფლებები თუ ცხოველთა უფლებები, ჩვენ ვსაუბრობთ ბრძოლაზე უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ ბრძოლაზე, იმ იდეის წინააღმდეგ, რომ რომელიმე ერი, ხალხი, რასა, სქესი ან სახეობა დომინირებდეს, აკონტროლებდეს და ექსპლუატაციას უწევდეს სხვას ისე, რომ ამისთვის არ ისჯებოდეს. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ შემაშფოთებელ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ. ვფიქრობ, ზოგჯერ გვგონია, ან ასე გვაჯერებენ, რომ ყველა სხვადასხვა მიზნისთვის ვიბრძვით, მაგრამ რეალურად ჩემთვის ეს საერთო მიზნებია.

ადამიანები ძალიან ჩამოვშორდით ბუნებას. ჩვენი დანაშაული ეგოცენტრული დამოკიდებულებშია, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრი.   ჩვენ ხელოვნურად ვანაყოფიერებთ ძროხებს და როდესაც ის აჩენს შვილს, საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ წვართვათ, მიუხედავად იმისა, რომ ის ტირის და ეს ტანჯვა უტყუარია. შემდეგ ჩვენ ვიღებთ მისგან რძეს, რომელიც განკუთვნილია მისი შვილისთვის, ხბოსთვის და ვიყენებთ მას ყავაში ან მარცვლეულში ჩასასხმელად საუზმეზე. ამ ყველაფრით ჩვენ ბუნებაში  უხეშად ვიჭრებით. ჩვენ პიროვნული ცვლილებები გვაშინებს, რადგან ვფიქრობთ, თითქოს მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყოს რაღაცის დასათმობად.

ჩვენ, ადამიანები, ვართ ჭკვიანები, კრეატიულები და დიდი გამომგონებლები, ამიტომ ვფიქრობ, თუ სიყვარულსა და თანაგრძნობას გამოვიყენებთ სახელმძღვანელოდ, უპირობოდ  შევძლებთ შევქმნათ ცვლილებათა ისეთი ღირებული სისტემა, რომელიც სასიკეთო იქნება, როგორც ყველა მგრძნობიარე არსებისთვის, ასევე გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ.

მე მთელი ცხოვრება არამზადა ვიყავი. ვიყავი ეგოისტი, უმადური, ხანდახან სასტიკიც, ვიყავი ადამიანი, რომელთან ერთად მუშაობაც რთული იყო, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა ამ დარბაზიდან მეორე შანსი მომცა.

ვფიქრობ, როდესაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, წარსულში დაშვებული შეცდომების გამო კი არ ვრიყავთ, არამედ ზრდაში ვეხმარებით, როცა ვასწავლით, შეცდომების გამოსწორებაში ვეხმარებით ერთმანეთს, სწორედ ეს არის მომენტი, როდესაც ვქმნით საუკეთესო საზოგადოებას.

ჩემმა ძმამ ასეთი სიტყვები დაწერა 17 წლის ასაკში: „თავის გადასარჩენად გაქცეულმა, სიყვარული გაიყოლე და მშვიდობაც თან გამოგყვება“.

წყარო: Oscar.go.com

 

ხოაკინ ფენიქსი არის ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტი და ვეგანი 3 წლის ასაკიდან.
PETA (People for the Ethical Treatment of Animals) – ს მიერ ის დასახელდა 2019 წლის ადამიანად

ხოაკინ ფენიქსმა 2020 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე მიიღო ოსკარი ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობის “ჯოკერის” როლის შესრულებისთვის.

სამყაროში, სადაც შეგიძლია იყო ნებისმიერი ვინმე, იყავი კეთილი და შემწყნარებელი!