GSPSA

თბილისში, ბუკიას ბაღში 22 მაისს ჩატარდა ლეკვების გაჩუქების აქცია

23 მაისი 2016

100_24992016 წლის 22 მაისს თბილისში, ბუკიას ბაღში ჩატარდა ლეკვების გაჩუქების აქცია. ღონისძიება გაიმართა თავშესაფრებიდან უპატრონო შინაური ცხოველების გაჩუქების მიზნით. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ და ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA.

აქციაზე თბილისის მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრიდან გასაჩუქებლად გამოყვანილები იყვნენ  ლეკვები, რომლებმაც თავშესაფრში გაიარეს შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება - ლაბორატორიული კვლევა, ანტირაბიული ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია და იდენტიფიკაცია საჭდის სახით. ახალ პატრონებზე გაფორმდა და გაიცა სარეგისტრაციო მოწმობები. დაინტერესებულ პირებს ვეტერინარების, კინოლოგების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაეწიათთ კონსულტაციები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. 

100_2546  13256174_1042275352520601_1318192290527307957_n  13227067_1042275092520627_2164811929075926768_n

თავშესაფრებიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის ფარგლებში აქციები გაიმართება ბუკიას ბაღში ყოველ კვირა დღეს.

2013, 2014 და 2015 წელს თბილისის ზოოპარკში ცხოველების გაჩუქების პროგრამით ჩატარებული აქციები იხილეთ ლინკზე:
https://www.facebook.com/cxovelebisgachuqebisprograma/?ref=bookmarks

ცხოველების გაჩუქების პროგრამის ლოგო

ბუკიას ბაღი- ღონისძიების რეკლამა 2-2

 

 

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram