GSPSA

ზესტაფონში მოკლული ძაღლის პატრონის ინფორმაციით პოლიცია ამართლებს ძაღლის მკვლელობას

13 ივლისი 2018

სოციალური ქსელით, ფეისბუქით ზვიად ზალიკიანი აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოში, ზესტაფონში შეფარებული ეზოს ძაღლის მკვლელობის შესახებ. ის წერს, რომ მკვლელის ვინაობა ცნობილია, მაგრამ ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომელმა ზვიადის ნათესავებს უთხრა, რომ ძაღლი ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო. ზვიადი აღნიშნავს: " ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია..."

 

Zviad Zalikiani

"ზესტაფონში ერთი ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოწონდათ და ასჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი. მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად, დააპირა ცემა მერიის თანამშრომელმა ძაღლის ცემა ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუკჩნევია. აქეთ გვაწვებოდა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. დღეს ბებიამ მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. მომწერა, როკი მოკლესო. ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო. რა თქმა უნდა, მე 112-შო დავრეკე და ამათ მითხრეს გზაშია ეკიპაჟიო, როცა უკვე პატრული იქ იყო და ჩემებს ეჩხუბებოდა და აქეთ ადანაშაულებდა. კიდევ დავრეკე და ვუთხარი 112-ს, თქვენ ვინ გეუბნებათ, რომ გზაში არიანთქო. ჩვენთან მხოლოდ გასვლა ფიქსირდებაო. მეთქი, უკვე იქ არიან და თქვენ არ გეუბნებიან-თქო. გენ.ინსპექციას გადავცემთო. გადაეცით-მეთქი." 

აღნიშნული ფაქტი და ზვიად ზალკანიანის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ ისეთი პოლიციელებიც, რომლებიც არ ცნობენ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს და არაჰუმანურად არიან განწყობილები ცხოველების მიმართ.

GSPSA მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტზე გამოძიება და გამოვლენილი იქნას დამნაშავე.

 

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram