GSPSA

თბილისში მიუსაფარ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

8 მარტი 2018

2018 წლის 8 მარტს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა მიუსაფარი ძაღლის დაზიანება ფეხის არეში. დაჭრილი ცხოველი გადაყვანილი იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ცხოველთა თავშესაფარში სასწრაფო ვეტერინარული დახმარებისათვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ:

"დღეს დაახლოებით 18:10-ზე ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს.
ცუგა გადაყვანილია ჩვენს თავშესაფარში და მალე ჩაუტარდება ოპერაცია.
ხდება თვითმხილველთა დაკითხვა და მიმდინარეობს გამოძიება.
მსხვერპლის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა მთავარი ფეხის შენარჩუნებაა, რაც გამომდინარე მძიმე ტრავმებიდან, ძალიან რთული იქნება".

ძაღლს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაზიანების ხარისხის გამო წინა ფეხის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.  9 მარტის ინფორმაციით ოპერაციის შემდეგ ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორმაციას ძაღლის ჯანმრთელობის და გამოძიების შედეგების გამოქვეყნდება ჩვენს საითში.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველის სისასტიკის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

ამ თემასთან დაკავშირებით - IBERIA TV

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram