GSPSA

DIGU-მ მონაწილეობა მიიღო დანიაში საქველმოქმედო ბაზრობაზე საქართველოში უპატრონო ცხოველების დახმარების მიზნით

27 თებერვალი 2018

2018 წლის 3 და 4 თებერვალს დანიაში (ოდენსში) საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობა მიიღეს დანიელმა ცხოველთადამცველებმა. აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია სხვადასხვა ნივთების შემოწირულობა და რეალიზაცია.

ჩვენი მთავარი პარტნიორის და დონორი ორგანიზაციის DIGU-ს მიერ ოდენსში ჩატარებული ბაზრობაზე მონაწილეობა მიზნათ ისახავდა GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფრის დახმარებას.  დანიელების მხრიდან მოხდა ბევრი შემოწირული ნივთის რეალიზაცია. შემოსული თანხა გადმორიცხული იქნა GSPSA-ს ანგარიშზე, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ტრავმირებული ცხოველების თავშესაფრის ბინადრებისათვის.

ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ დანიაში შექმნილია ჯგუფი – DIGU (Dansk Indsamling til Gadehunde i Udlandet – დანიელი ხალხის დახმარება ქუჩის ცხოველებს საზღვარგარეთ). ამ ჯგუფის მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც მიმართულია მიუსაფარი ცხოველების ყოფის შესამსუბუქებლად დანიის საზღვრებს გარეთ. მათ მიერ დანიაში იმართება ივენთები, აუქციონები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოში უპატრონო ცხოველების დახმარების მიზნით. DIGU ეხმარება GSPSA-ს ტრავმირებული ცხოველების თავშესაფარს და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ბინადრების კეთილდღეობაში.

 

 

GSPSA მადლობას უხდის ქალბატონებს ლაურა მომესა და პატრიცია მაია ანდერსენს შეუფასებელი მეგობრობისათვის, მხარდაჭერისათვის და დახმარებისათვის! ასევე დიდი მადლობა დანიელ ხალხს საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ბედით დაინტერესებისათვის და მათი კეთილდღეობისათვის საქველმოქმედო პროგრამებში მონაწილეობისათვის!

 

 

 

 

ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ:

დანიელი ცხოველთადამცველების ვიზიტი GSPSA-ს თავშესაფარში

დანიელი მეგობრების დახმარება GSPSA-ს თავშესაფარს

დახმარება GSPSA-სა და გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს

 

 

 

 

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram