GSPSA

ცოფის აცრების ჰუმანიტარული პროგრამა საქართველოში

25 ნოემბერი 2008

2008 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოში დაიწყო ცხოველებზე (კატა, ძაღლი) ანტირაბიული აცრების ჰუმანიტარული პროგრამა. პროგრამის ინიციატორი და ორგანიზატორია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება". პროგრამის ხელშეწყობას და უანგარო დახმარებას ანხორციელებს შ.პ.ს. „ვიტ-ჯორჯია"-ს პრეზიდენტი ბატონი გურამ რუხაძე. უფასო ვეტერინარულ მომსახურებას და ცხოველებზე ზედამხედველობას ანხორციელებს ვეტერინარული კლინიკა „ნათია ბერიძე & CO". პროგრამის მიზანია ცოფის აცრების ჩატარება მაწანწალა, უსახლკარო, მიკედლებული და აგრეთვე სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის მფლობელობაში მყოფი ცხოველებისათვის. ვაქცინაცია დაწყებულია ნუცუბიძის პლატოს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიებზე მყოფი ცხოველებისათვის. 2009 წლიდან იგეგმება ამ პროგრამის გაფართოება თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონისათვის.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram