ქართული – მეტისი, ხვადი

ჯიში – მეტისი
სახელი – ქართული
სქესი – ხვადი (კასტრირებული)
იდენფიცირება:  268098100004087  ჩიპი
დაბადების თარიღი – 2015
ხასიათი:  თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი:  ტრავმა, უცხოეთში გაჩუქების მიზნით მომზადება
თავშესაფარში მიღების თარიღი:   28/10/2018
მიღებამდე ცხოველის ბინადრობის არეალი:  ქუთაისი – ქუჩაში უპატრონოდ ცხოვრება

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  თავშესაფარში მიღების მომენტისათვის – 31.10.2018  რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად ძაღლს სხეულში დაუდგინდა ცეცხლსასროლი იარაღიდან განსაკუთრებული ბევრი რაოდენობის საფანტი და ტყვია.  ექოსკოპირი კვლევით შიდა ორგანოების ცვლილებები. ასევე აქვს სისხლში ცვლილებები. ზურგზე აქვს შრამი, რაც სავარაუდოთ დუღარე წყლის გადასხმიტ არის გამოწვეული.

სტატუსი:  უპატრონო (გაფორმებულია შეთანხმება “დისტანციურ პატრონთან”)

გაჩუქების პირობები:  მიმდინარეობს ძაღლის მომზადება საზღვარგარეთ გაჩუქების მიზნით. ძაღლს ჰყავს ჩუქების მსურველი.

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ “ქართულის”- ს. გადარიცხვის დროს გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა.

შემოწირულობა

 

“ქართული” – ეს სახელი ძაღლს დაარქვეს უცხოელმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც 2018 წლის სექტემბერში სტუმრობდნენ საქართველოს.  მათ ქუთაისში ნახეს ძაღლი, რომელიც განსაკუთრებული ალერსით გამოირჩეოდა იყო მათ მიმართ. როდესაც უცხოელები დაბრუმდნენ თავის ქვეყანაში, გადაწყვეტილება მიიღეს ძაღლის წაყვანაზე. ამ მიზნით ისინი დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს ძაღლის მოძებნა, მისი თავშესაფარში გადმოყვანა და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად მისი მომხადების მიზნით პროცედურების შესრულება.  GSPSA-მ მოიძია ეს ძაღლი, ჩამოიყვანა ქ. ქუთაისიდან თბილისში და მიიღო თავშესაფარში.

 

თავშესაფარში მიღებისთანავე ძაღლს ჩაუტარდა ვეტერინარული კვლევა, რის შედეგად დადგინდა:

  • ძაღლს ზურგზე აქვს დიდი შრამი, რაც გამოწვეული არის დუღარე წყლის გადასხმით;
  • ძაღლის სხეულში არის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის საფანტი და პისტოლეტის ტყვია;
  • ექოსკოოპიის გამოკვლებით ძაღლის შიდა ორგანოების აქვს ცვლილებები, რომელიც ითხოვს სპეციალურ დიეტას და მკურნალობას

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძაღლის მკურნალობა და მომზადება საზღვარგარეთ გაყვანისათვის.

“ქართული” არის ძალიან ჭკვიანი, ალერსიანი და დამჯერე ძაღლი. მას უკვე ჰყავს “დისტანციოური პატრონი”, რომელიც ქართულის გამოჯანმრთელებისა და შესაბამისი პროცედურის შემდეგ გაემგზავრება შვეიცარიაში თავის ოჯახში, სადაც მას ელოდებიან ძალიან კარგი ადამიანები და კიდევ ორო ძაღლი.

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: