შ.პ.ს. “იმერეთის ჯგუფის” ცხოველთა თავშესაფარში კვლავ დარღვეულია ყველანაირი ნორმები

2018 წლის 13 იანვარს ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის” მიერ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ქ. ქუთაისში შ.პ.ს. “იმერეთის ჯგუფის” ცხოველთა თავშესაფარში არსებულ დარღვევებს.

წყარო: https://www.facebook.com/GeorgianFederationfortheProtectionofAnimals/videos/789595727918357/

 

GSPSA-ს წარმომადგენლების მიერ 2015 წელს მოხდა ამ თავშესაფრის მონიტორინგი. მაშინაც არსებული სიტუაცია თავშესაფარში იყო ყოვლად მიუღებელი. რეალურად ეს იყო ცხოველების სატუსაღო და საკონცეტრაციო ბანაკი, ხოლო ამ თავშესაფრის მფლობელი კი ცხოველების წვალებისა და სისასტიკის ხარჯზე ბიუჯეტიდან იღებდა თანხებს.

მდგომარეობა არც ახლა შეცვლილა!

ფოტოები, რომელიც გადაღებულია იგივე თავშესაფარში 2015 წელს.