საქართველო, ქუთაისი, ე.წ. “უსახლკარო ცხოველთა თავშესაფარი”

საქართველოში, ქ. ქუთაისში ქუჩის უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის მოსაწყობად ტენდერი ქუთაისის მერიამ 2014 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. მერიამ გამარჯვებულად ინდ მეწარმე (ბიზნესმენი) პაატა ბოკუჩავა გამოავლინა, რომლის თანახმად მეწარმეს 2014 წლის ბოლომდე 89990 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად 2400 ძაღლი უნდა დაიჭირონ და გადაიყვანონ ე.წ. თავშესაფარში.

30 ივლისს GSPSA – ს და მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ცხოველთა თავშესაფარს. ცხოველთა თავშესაფარში უმძიმესი სიტუაციაა. რეალურმა სურათმა გამოავლინა ვეტერინარული და ჰიგიენური ნორმების, ცხოველთა მოვლა-პატრონობის, ცხოველების კვების და დაწყურვების ყველანაირი პირობების დარღვევა, ცხოველები იმყოფებიან გაუსაძლის პირობებში (ფოტომასალა)

ქუთაისში არსებული ე.წ. „ ცხოველთა თავშესაფარი“ თავისი რეალური სახით წარმოადგენს არა თავშესაფრისათვის და ვეტერინარული მომსახურებისათვის საჭირო ნაგებობას, არამედ ცხოველთა სატუსაღოს და წვალებისათვის შექმნილ ობიექტს. თავშესაფარი თავისი ტექნოლოგიური ბაზით და პროფესიონალ მენეჯმენტთა გუნდით საშუალებას უნდა იძლეოდეს განხორციელდეს ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და ვეტერინარული მომსახურება, გამრავლების წინააღმდეგ პროგრამების განხორციელება. ქუთაისში კი დღეს არსებული ე.წ. თავშესაფარის სიტუაცია და ამ საკითხებში აბსოლიტურად გაუთვიცნობიერებული ინდ. მეწარმეს ქმედებები (რომელთანაც გაფორმებულია „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“), მხოლოდ სახელმწიფო თანხების არასწორი და არამიზნობრივ ხარჯებს უკავშირდება და არ ემსახურება ამ რეგიონში უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის კონტროლს. ამავე დროს ხდება ცხოველთა წვალება, დაავადებათა უკონტროლობა და შესაბამისად სისასტიკე.

ვოლიერებში იმყოფებიან ცხოველები განსაკუთრებული დიდი რაოდენობით. მათი უმეტესობა დაავადებულია, ასეთ პირობებში კი ვეტერინარული მომსახურება არც მიმდინარეობს და შეუძლებელია. დარღვეულია ყველა სანიტარულ – ჰიგიენური ნორმები, ცხოველები იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში, ხდება დაავადებების უკონტროლობა. მომვლელი პერსონალის გადმოცემით ცხოველებს საკვებად ეწოდებათ მხოლოდ პური, რაც ამ შემთხვევაში დაუშვებელია. თავშესაფარში ცხოველების საკვებს უნდა წარმოადგენდეს ძაღლებისათვის განსაზღვრული სპეციალური საკვები.

GSPSA – ს აზრით  „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას“ N 65 21.02.2014 წ.  ხელშეკრულება იურიდიული და შინაარსობრივი თვალსაზრისით არ არის სრულყოფილი. მაგრამ თუნდაც ამ არასრულყოფილ ხელშეკრულების მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ‘მიმწოდებლის“ მიერ დარღვეულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

GSPSA-მ 2014 წლის 5 აგვისტოს ოფიციალური წერილით მიმართა ქ. ქუთაისის მერიას და კატეგორიულად მოითხოვა, რომ ქ. ქუთაისის მერიამ გადაამოწმოს არსებული დარღვევები და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე დროს მთავრი მოთხოვნაა, რომ დაუყონებლივ შეჩერდეს ‘მიმწოდებლის“ – ინდ. მეწარმის მხრიდან ცხოველებისადმი სისასტიკე, მათი დაჭერა და ამ ე.წ. „თავშესაფარში“ ტყვეობა და არაჰუმანური დამოკიდებულება. ასევე „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-მ მზადყოფნას გამოთქვა ითანამშრომლოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტთან და ხელშეწყობა განახორციელოს ცხოველთა პოპულაციის სფეროში ამ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების გადასაწყვეტად. სამწუხაროდ ქუთაისის მერია წერილობით ოფიციალურად აცხადებს, რომ არ დასტურდება  ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევები და სხვა ფაქტები, რაც წარმოადგენს სიცრუეს.

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე GSPSA-ს მიაჩნია, რომ ქუთაისში, ცხოველთა თავშესაფარი რეალობაში წარმოადგენს ცხოველთა საპყრობილეს და ხდება ცხოველების წვალება და სისასტიკე.

 

ქუთაისის თავშესაფარი – მასმედიია:

NewPress – 13.08.2014

Newpress – 15.08.2014

რადიოთავისუფლება – 19.08.2014

TV3 – 15.08.2014

 

  ფოტოები

  

 

 

GSPSA