ლედი – მეტისი, ძუ

ჯიში – მეტისი
სახელი – ლედი
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2014 წ.
იდენფიცირება: საჭდე 1631

ხასიათი:  მხიარული, თვინიერი, ჭკვიანი, დამჯერე, ერთგული.

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  ჯანმრთელი

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო.

 

“ლედი” 2016 წლის აგვისტოს მიღებული იქნა თავშესაფარში. მისი მიღება განაპირობა მისმა ხაისიათმა. ის მიეკედლა თბილისში ერთერთ ვეტერინარულ კლინიკას, სადაც მას აჭმევდნენ და ეალერსებოდნენ. ლედიმ დაიწყო ამ კლინიკის დაცვა და პრობლემები შეუქმნა კლინიკაში მოსულ პაციენტ ცხოველებს. ლედი გააჩუქეს, მაგრამ არ ისურვა ახალ მფლობელთან დარჩენა და უკან მოაბრუნეს.

“ლედი” ძალიან ჭკვიანი და დამჯერე ძაღლია. ის აქტიურია და თავშესაფარში ზოგიერთ ძაღლს ვერ ეგუება. სწორედ ამიტომ ის მუდმივად დატყვევებულია დახურულ სივრცეში, მისი გაშვება ძაღლების საერთო ჯგუფთან ერთად ღია ტერიტორიაზე არ დაიშვება. ის დარდობს თავისუფალ ცხოვრებაზე, განიცდის ტყვეობას …..

გთხოვთ გამოიჩინოს გულისხმიერება და ლედი იჩუქოთ შესაბამისი პირობების გათვალისწინებით. თქვენ შეიძენთ ერთგულ მეგობარს და მას სიცოცხლეს აჩუქებთ. მისი ხასიათიდან გამომდინარე თავშესაფარში ლედის ცხოვრება მიშანშეუწონელია.

გაითვალისწინეთ, რომ ლედი არ იკბინება, არის ძალიან ჭკვიანი და დამჯერე.

 

 

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთგანაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/