GSPSA-ს თავმჯდომარის წერილი ქ. თბილისის მერიას ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2009 წლის 01 ოქტომბერს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარემ, თეიმურაზ წიქორიძემ ოფიციალური წერილით მიმართა ქ. თბილისის მერიას.  მან აუწყა მუნიციპალიტეტს, რომ 04 ოქტომბერი არის მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით GSPSA აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს.

წერილის ძირითადი მოთხოვნაა მერიის მიმართ, რომ მუნიციპალიტეტმა არ დაუშვას ამ დღეს კონტრაქტორი ძაღლმკვლელი ორგანიზაციის ძაღლდამჭერი ბრიგადების გამოსვლა ქალაქში და ცხოველთა დაჭერა და განადგურება.

წერილში ნათქვამია, რომ შ.პ.ს. “დებიუტი” არის კომეციული ორგანიზაცია და მის ბიზნესს წარმოადგენს ცხოველთა მოკვლა-განადგურება და არა ვეტერინარული მომსახურება.

თ. წიქორიძემ მიმართა მერიას და გამოთქვა იმედი, რომ მუნიციპალიტეტი სწორად გაანალიზებს წერილის შინაარსს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ამავე დროს თხოვნით მიმართა, რომ გულისყურით და გაგებით მოეკიდონ აღნიშნულს და წერტილი დაუსვან კონტრაქტორი “ძაღლმკვლელი” ორგანიზაციის თავაშვებულობას.

GSPSA-ს თავმჯდომარის წერილი