ლომა – კავკასიური ნაგაზი – ხვადი

სახელი – ლომა
ჯიში – კავკასიური ნაგაზი
სქესი – ხვადი
დაბადების თარიღი – 2012 წ (სავარაუდო)
იდენფიცირება:

ხასიათი: თვინიერი, მშვიდი, უპრობლემო

თავშესაფარში მიღების მიზეზი: პატრონისგან მიტოვებული მრავლობითი დაავადებებით (სოკო, დემადეკოზი, ჭირი)
თავშესაფარში მიღების თარიღი:

ჯანმრთელობის მდგომარეობა:
გამოჯანმრთელებული (13.04.2020)

სტატუსი:  უპატრონო
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.  აუცილებელი პირობაა სახლი და ეზო.

შემოწირულობა

“ლომას” ფოტო პოვნის ადგილზე


ლომას ისტორია:

2019 წლის 1 დეკემბერს, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში გამოჩნდა სავარაუდოდ გამოგდებული და დაავადებული კავკასიური ნაგაზი, რომელიც შემდგომში გადაყვანილ იქნა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში. ძაღლს ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაუდგინდა დაავადებები: ჭირი, დემადეკოზი და სოკო. იმ შემთხვევაში თუ აყვანის მსურველი არ გამოჩნდებოდა, კანონის თანახმად ის ექვემდებარებოდა ევთანაზიას.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ”-GSPSA-მ გადარჩენის მიზნით გამოიყვანა თავშესაფრიდან ძაღლი. გამოყვანის დღიდან მიმდინარეობს ორგანიზაციის მიერ ცხოველის მოვლა-პატრონობა და მკურნალობა.

ძაღლს აღენიშნებოდა ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვა ცხოველებისთვის გადამდებია, ამიტომ დაუშვებელი იყო მისი GSPSA – ს ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა. შესაბამისად მისი მკურნალობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინაორებს დროებით შემფარებლი ტერიტორიაზე. 

ძაღლის სრული რეაბილიტაციისთვის GSPSA-ს ვეტერინარული სამსახურმა გააკეთა და დღემდე აკეთებს ყველაფერ. დღევანდელი მდგომარეობით ძაღლი თითმის სრულიად გამოჯანმრთელებულია, დარჩენილია უმნიშვნელო მარტივად აღმოფხვრადი პრობლემები.  ჯანმრთელობასთვის საშიში დაავადებების პრობლემა აღმოფხვრილია.

“ლომას” –  რეაბილიტაციის პერიოდი

ლომა 7 თვის რეაბილიტაციის შემდეგ – 10.06.2020

________________________________________________________________________________

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

 

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/